გიორგი ვაშაძე - საპრეზიდენტო არჩევნები ბელორუსში არ იყო გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი

"საპრეზიდენტო არჩევნები ბელორუსში არ იყო გამჭვირვალე, არც თავისუფალი და არც სამართლიანი“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც ბელორუსში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, ბელარუსში მოქალაქეები დემოკრატიისთვის იბრძვიან და მთავრობამ ყველა პოლიტპატიმარი დაუყონებლივ უნდა გაათავისუფლოს.

„მინდა გამოვხატო ჩემი სოლიდარობა დემოკრატიის მებრძოლებთან, რომლებიც ბელორუსის ქუჩებში პროტესტს გამოხატავენ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისათვის.

კანონის უზენაესობა ყველასთვის უნდა იყოს დაცული, დაცული უნდა იყოს ბელორუსელი დემონსტრანტების უფლებები. დემონსტრაციის თავისუფლება არ უნდა დაირღვეს და დემონსტრანტები, რომლებიც მოითხოვენ გამჭვირვალობას და დემოკრატიას, არ უნდა დაზიანდნენ. მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი. ეს ის ნაბიჯებია, რომლებიც პროვინციაში ბნელ დროს გვახსენებს და ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ მსგავსი შემთხვევა განმეორდეს", - აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.

აღნიშნულ განცხადებას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო