ნიკოლოზ გაგუა - მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანას რადიკალურად გაეზარდა ვალის მოცულობა და ამის გამომწვევი ერთადერთი მიზეზი პანდემიური მოვლენებია

მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანას რადიკალურად გაეზარდა ვალის მოცულობა და ამის გამომწვევი ერთადერთი მიზეზი პანდემიური მოვლენებია. იმედია ყველას გვესმის, რომ ეს არ მომხდარა მხოლოდ საქართველოში, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ ვალის მოცულობის ზრდის მიზეზებზე საუბრისას.

როგორც მან აღნიშნა, 2020 წელს ვალის ზრდა, ძირითადად, უკავშირდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან ქვეყნისთვის მიღებულ მნიშნელოვან ფინანსურ დახმარებას.

„პანდემიური მოვლენებიდან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაზარალდა, დაზარალდა მისი ყველა სექტორი და მათ შორის ვალიც. თქვენ იცით, რომ ჩვენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან მოვიზიდეთ მნიშვნელოვანი, 1,5 მილიარდი დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარება.

ეს ერთი მხრივ, ვალია, მეორე მხრივ, ეს არის დაზღვევა, რომ ქვეყნის ეკონომიკა და მისი მაკროეკონომიკური სტაბილურობა გარანტირებულია. ბუნებრივია, პანდემიის სტაბილიზაციის პარალელურად, ჩვენ გვაქვს საშუალება მომავალი წლიდან ვალის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შევამციროთ“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ.

ნიკოლოზ გაგუას კომენტარს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია