ოლგა ხარლამოვა - ყოველივე ის, რაც ბელარუსს ეხება და მინსკში ხდება, მოსკოვის ინტერესშია და რუსეთის მონაწილეობით მიმდინარეობს

ბელარუსში არსებულ ვითარებასა და მოვლენათა განვითარების სავარაუდო სცენარებზე „ინტერპრესნიუსი“ მინსკელ პოლიტოლოგ ოლგა ხარლამოვას ესაუბრა.

- ქალბატონო ოლგა, ყურადღებით ვადევნებთ თვალს ბელარუსში მიმდინარე პროცესებს. იმის გამო, რომ წინააღმდეგობრივი ინფორმაციები ვრცელდება, წინააღმდეგობრივი კომენტარებიც კეთდება. სურათი საკმაოდ ბუნდოვანია, მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყნის მოსახლეობა სერიოზულადაა განწყობილი ებრძოლოს ლუკაშენკოს ხელისუფლებას. ამაზე მეტყველებს მინსკსა და სხვა ქალაქებში გამართული მრავალათასიანი მიტინგები. საუბრის დასაწყისში გვინდა თქვენგან მოვისმინოთ შეფასებები იმაზე, თუ რა ხდება ახლა ბელარუსში?

- სწორად შენიშნეთ, ინფორმაცია ბელარუსში მიმდინარე პროცესებზე საკმაოდ მრავალფეროვანი და ხშირად წინააღმდეგობრივია. ქვეყნის შიგნითაც საკმაოდ მრავალფეროვანი და წინააღმდეგობრივი ინფორმაციები ვრცელდება.

ამის მიზეზია ის, რომ არჩევნების დასრულებიდან ერთი კვირა გავიდა და დღემდე არ ჩანს სუბიექტი, რომელიც აიღებდა პასუხისმგებლობას ქუჩაში მიმდინარე პროცესებზე და თავის თავზე აიღებდა გარკვეულ პასუხისმგებლობას მოვლენათა შემდგომ განვითარებაზე. ასეა მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ მორიგი განცხადება გაავრცელა, თითქოს იგი მზადაა იყოს მხარე, იყოს პოლიტიკური პროცესის სუბიექტი და თავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა.

სამწუხაროდ, სიტუაცია ბელარუსში ამდაგვარია - სვეტლანა ტიხანოვსკაის ბევრი განცხადება აქვს გაკეთებული, მაგრამ იგი ამ მომენტისთვის არ იმყოფება ქვეყანაში და ახლა მეზობელ ლიეტუვაშია. ამის გამო მისივე განცხადებები, რომ იგი მზადაა აიღოს პასუხისმგებლობა პროცესებზე და პასუხისმგებელი იყოს მათზე, აშკარად ბადებს ეჭვებს.

სამწუხაროდ, სიტუაცია ბელარუსში ამდაგვარია - სვეტლანა ტიხანოვსკაის ბევრი განცხადება აქვს გაკეთებული, მაგრამ იგი ამ მომენტისთვის არ იმყოფება ქვეყანაში და ახლა მეზობელ ლიეტუვაშია. ამის გამო მისივე განცხადებები რომ იგი მზადაა აიღოს პასუხისმგებლობა პროცესებზე და პასუხისმგებელი იყოს მათზე, აშკარად ბადებს ეჭვებს

ასეა, თუნდაც იმიტომ, რომ პოლიტიკა არ გახლავთ რომანტიკოსების საქმე, პოლიტიკა არაა იმ ადამიანების საქმე, რომლებიც პოლიტიკაში მოდიან მხოლოდ კერძო, საკუთარი მიზნების მისაღწევად. ამ შემთხვევაში საუბარია სვეტლანა ტიხანოვსკაიას მეუღლის გათავისუფლებაზე, ოჯახის ხელშეუხებლობის გარკვეულ გარანტიებზე. პოლიტიკა ყველაფერთან ერთად უდიდესი პასუხისმგებლობაცაა.

სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ტიხონოვსკაია არ აღმოჩნდა მზად თავის თავზე აეღო პასუხისმგებლობა იმ პროცესებზე, რომელიც მას, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს მოულოდნელად თავს დატყდა.

ტიხონოვსკაია არ აღმოჩნდა მზად თავის თავზე აეღო პასუხიმგებლობა იმ პროცესებზე, რომელიც მას, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს მოულოდნელად თავს დატყდა

- ახლა ბელარუსში მიმდინარე პროცესებს სხვადასხვაგვარად აფასებენ. დამკვირვებელთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ბელორუსში „ფერადი რევოლუცია“ მიმდინარეობს. ერთი ნაწილის აზრით, ამ რევოლუციის უკან დასავლეთი დგას, მეორენი ამტკიცებენ, რომ ახლა მინსკში ყველაფერი მოსკოვური სცენარით ხდება.

თუ თვლით, რომ ბელარუსში „ფერადი რევოლუცია“ მიმდინარეობს? თქვენი დაკვირვებით, ეს რევოლუცია უფრო დასავლეთის, თუ უფრო კრემლის სცენარით ვითარდება?

- მე ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, მოვლენები პოსტსაბჭოთა სივრცეში არ ხდება გარკვეული ფორმითა თუ მოცემულობით მოსკოვის მონაწილეობის გარეშე. ეს განსაკუთრებით ეხება ბელარუსსაც, რომელსაც კრემლი ყოველთვის მიიჩნევდა თავისი ინტერესების სფეროდ. ყოველივე ის, რაც ბელორუსს ეხება და მინსკში ხდება, მოსკოვის ინტერესშია და რუსეთის მონაწილეობით მიმდინარეობს

ყოველივე ის, რაც ბელარუსს ეხება და მინსკში ხდება, მოსკოვის ინტერესშია და რუსეთის მონაწილეობით მიმდინარეობს

უნდა ითქვას, რომ პრეზიდენტობის კანდიდატების ნაწილი, ისინიც კი რომლებიც სხვადასხვა მიზეზთა გამო არ გახდნენ პრეზიდენტობის კანდიდატები, ყველანი ამათუ იმ ფორმით დაკავშირებული არიან მოსკოვთან.

ისინი ან მუშაობდნენ რუსული“გაზპრომში“, როგორც მაგალითად, ბატონი ბაბარიკა, რომელიც ხელმძღვანელობდა „ბელგაზპრომბანკს“, ან საკმაოდ დიდხანს ცხოვრობდნენ რუსეთში და გამოხატავდნენ თავის მხარდაჭერას რუსეთის ისეთ ქმედებებზე, რომელიც მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიას უკავშირდებოდა.

ასე მოიქცა ბატონი ტიხანოვსკი, ქალბატონ სვეტლანა ტიხანოვსკაიას მეუღლე. ვიმეორებ, ყველა მათგანი, ვისაც ამ სიტუაციაში ბელორუსში შეიძლება ჰქონდეს პრეტენზიები პრეზიდენტობაზე, სხვადასხვა ფორმით დაკავშირებულია კრემლთან.

ყველა მათგანს, ვისაც ამ სიტუაციაში ბელორუსში შეიძლება ჰქონდეს პრეტენზიები პრეზიდენტობაზე, სხვადასხვა ფორმით დაკავშირებული არიან კრემლთან

- გამოდის, რომ სულ ტყუილად ცდილობენ ლუკაშენკო და კრემლი დაგვარწმუნონ, რომ რაც ახლა ბელარუსის ქუჩებში ხდება, დასავლეთისა და ვაშინგტონის „დამსახურებაა“.

მე თქვენი ნათქვამი სწორად გავიგე?

- თუ ლუკაშენკოს საარჩევნო კამპანიისას გაკეთებულ განცხადებებს მივადევნებთ თვალს, დავრწმუნდებით, რომ ყველაფერი ასე მარტივად არაა. მისი განცხადებების შინაარსი და ტონალობა რეგულარულად იცვლებოდა.

მაშინ, როცა ორი კვირის წინ მინსკში რუსული სამხედრო კერძო შეიაღარებული ჯგუფის „ვაგნერელების“ წევრები დააკავეს, მისი განცხადებები საკმაოდ კატეგორიული იყო. ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები კიევთან და მოსკოვთან დაკავებულების მინსკში ყოფნის მიზეზების დადგენაზე და კიევისათვის მათ გადაცემაზე.

სამწუხაროდ, უკრაინამ ეს პროცესი შეაჩერა, დროულად არ გაფორმებულა შეთანხმებები ბელორუსთან „ვაგნერელების“ თუნდაც ნაწილის კიევისთვის გადაცემაზე - საუბარია იმ ნაწილზე, ვინც დღემდე უკრაინის მოქალაქეა. უკვე ვიცით, რომ 16 აგვისტოს მინსკმა „ვაგნერელები“ მოსკოვს გადასცა.

მაშინ, როცა ორი კვირის წინ მინსკში რუსული სამხედრო კერძო შეიაღარებული ჯგუფის „ვაგნერელების“ წევრები დააკავეს, ლუკაშენკოს განცხადებები საკმაოდ კატეგორიული იყო... მაშინ იგი ამბობდა - ერთ-ერთი მხარე ვინც სერიოზულად ახდენს ბელორუსში ვითარების გამწვავებასა და დესტაბილიზაციას, არის რუსეთის ფედერაცია... უკვე ვიცით, რომ 16 აგვისტოს მინსკმა „ვაგნერელები“ მოსკოვს გადასცა

არადა, არჩევნებამდე ლუკაშენკომ ხალხისადმი მიმართვისას და ჟურნალისტ გორდონთან ინტერვიუში ამ თემაზე საკმაოდ ვრცლად ისაუბრა და დაასკვნა - ერთ-ერთი მხარე ვინც სერიოზულად ახდენს ბელორუსში ვითარების გამწვავებასა და დესტაბილიზაციას, არის რუსეთის ფედერაცია.

- რამდენად საფუძვლიანია მტკიცებები, რომ მინსკსა და ბელარუსის სხვა ქალაქებში მიმდინარე პროცესებში აქტიურად მონაწილეობენ რუსეთის მოქალაქეები?

- იმ რაოდენობის ადამიანებში, რომლებიც ახლა მინსკის ქუჩებში არიან გამოსული, ძალიან ძნელია იმის გარკვევა, ვინ არაა ბელარუსის მოქალაქე და ვინაა რუსეთის მოქალაქე. უნდა ითქვას, ახლა ბელარუსში უპრეცედენტო მოვლენები ხდება. ამ მასშტაბის საპროტესტო აქციები მინსკს არ ახსოვს.

მიუხედავად ამისა, ირიბი ფაქტებით დასტურდება, რომ ბელორუსში მიმდინარე აქციებში რუსეთის მოქალაქეებიც მონაწილეობენ. მაგრამ რანაირი სახით, ეს კიდევ სხვა საკითხია.

ირიბი ფაქტებით დასტურდება, რომ ბელარუსში მიმდინარე აქციებში რუსეთის მოქალაქეებიც მონაწილეობენ. მაგრამ რანაირი სახით, ეს კიდევ სხვა საკითხია

რუსეთის ოფიციალური პოზიციაა, რომ რუსეთი ბელარუსში მიმდინარე პროცესებში არ ერევა, რომ მოსკოვის ინტერესებში არა პროცესები ბელორუსში კონტროლს არ ექვემდებარებოდეს.

- საპრეზიდენტო არჩევნებამდე დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევდა, რომ პუტინისთვის მომგებიანი იქნებოდა თუ ლუკაშენკოს ხელისუფლება დასუსტდებოდა.

მეტიც, პუტინს სულ არ სჭირდება ბელარუსის ლიდერად ისეთი ადამიანის გამოჩენა, რომელიც ქუჩიდან მოვიდოდა და ქუჩის ლიდერი იქნებოდა...

- დიახ, ასეა. მხოლოდ ერთს დავაზუსტებ - თუ ეს ქუჩის ლიდერი იქნებოდა მომზადებული და ფორმირებული რუსეთის ფედერაციის მიერ.

ახლა ვხედავთ, რომ ამჟამად ქუჩაში დაწყებულ მოძრაობას ლიდერი არ ჰყავს. ახლა ხალხი აქტიურობს. ხალხი კია ხელისუფლების წყარო, მაგრამ ბელორუსში არაა პირდაპირი დემოკრატია.

ამიტომ უნდა იყოს ვიღაც ლიდერი ან ლიდერთა ჯგუფი, რომელიც წარუძღვებოდა საპროტესტო მოძრაობას. ამ ჯგუფს უნდა ჰქონდეს როგორც მინიმუმ მორალური უფლება იყოს სახალხო მოძრაობის ავანგარდში.

- ფაქტია, რომ ლუკაშენკო, როგორც ქვეყნის მმართველი დასუსტებულია და საკმაოდ სერიოზულადაც.

ვითარებაში, როცა საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი მოუწოდებს ევროკავშირს ბელორუსის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, ამ თემაზე საკმაოდ მკაცრი განცხადებები გაკეთდა ვაშინგტონში, თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ როგორი შეიძლება იყოს ბელარუსში დაწყებული პროცესების გაგრძელება?

- ევროპული ლიდერების ხმაურიანი განცხადებების მიუხედავად, ევროკავშირი არ აპირებს ბელორუსის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესებას. ევროკავშირი საუბრობს სანქციების დაწესებაზე ბელარუსის პოლიტიკური პერსონების წინააღმდეგ. საუბარია კონკრეტულ პირებზე, რომლებაც მოახდინეს იმ პროცესების პროვოცირება, რასაც ახლა ვადევნებთ თვალს და ადამიანის უფლებების დარღვევა.

ევროკავშირი არ აპირებს ბელარუსის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესებას. ევროკავშირი საუბრობს სანქციების დაწესებაზე ბელორუსის პოლიტიკური პერსონების წინააღმდეგ. საუბარია კონკრეტულ პირებზე, რომლებმაც მოახდინეს იმ პროცესების პროვოცირება, რასაც ახლა ვადევნებთ თვალს და ადამიანის უფლებების დარღვევა

ევროკავშირს ახლა თავისი საკუთარი პრობლემები და კონფლიქტები აქვს. თუ ეს კონფლიქტები არ იქნა მოგვარებული თუნდაც ნაწილობრივ, ევროკავშირი ბელორუსთან დაკავშირებით არც ხმამაღალ განცხადებებს გააკეთებს და არც კონკრეტულ ქმედებებზე წავა.

ევროკავშირში ახლა ყველაზე პრიორიტეტული თემაა თურქეთსა და საბერძნეთს შორის კონფლიქტი, რომელიც ეხება გაზის საბადოს, რომელსაც ერთმანეთს ათენი და ანკარა ედავებიან. ასეთ ფონზე ბელორუსის თემა ევროკავშირისთვის პრიორიტეტული პრობლემა არაა.

ევროკავშირში ახლა ყველაზე პრიორიტეტული თემაა თურქეთსა და საბერძნეთს შორის კონფლიქტი, რომელიც ეხება გაზის საბადოს, რომელსაც ერთმანეთს ათენი და ანკარა ედავებიან. ასეთ ფონზე ბელარუსის თემა ევროკავშირისთვის პრიორიტეტული პრობლემა არაა

- ლონდონში მოღვაწე რუსი პოლიტოლოგი ვლადიმერ პასტუხოვი მიიჩნევს - თუ კრემლმა დაინახა, რომ ბელარუსის რევოლუციის გამარჯვება გარდაუვალი აღმოჩნდა, იგი არ შეეწინააღმდეგება ისტორიის ლოგიკას და შეეცდება რევოლუცია ისეთი სცენარით განვითარდეს, როგორც კრემლს აწყობს.

იგი არ გამორიცხავს, რომ კრიტიკული სიტუაცია თუ შეიქმნა, კრემლი ლუკაშენკოს გაწირავს. რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ მოვლენები ბელორუსში ამ სცენარით განვითარდეს?

- არ მიყვარს ხმაურიანი განცხადებების კეთება და არც კატეგორიული მსჯელობა. რას ნიშნავს ლუკაშენკოს გაწირვა? პოლიტიკაში არც მეგობრები და არც გამყიდველები არ არსებობენ. რუსეთი ბელარუსში ისე იმოქმედებს, როგორც მას აწყობს. თუ კრემლი ჩათვლის, რომ მისთვის მომგებიანია სათავეში ჩაუდგეს და სათავისოდ გამოიყენოს ბელორუსი ხალხის პროტესტი, იგი შეეცდება ამის გაკეთებას.

რუსეთი ბელარუსში ისე იმოქმედებს, როგორც მას აწყობს. თუ კრემლი ჩათვლის, რომ მისთვის მომგებიანია სათავეში ჩაუდგეს და სათავისოდ გამოიყენოს ბელორუსი ხალხის პროტესტი, იგი შეეცდება ამის გაკეთებას

იმის გათვალისწინებით, რომ ბელარუსული ოპოზიციის ძირითადი ნაწილი რუსეთთანაა დაკავშირებული, საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ მოსკოვი მონაწილეობას მიიღებს ბელორუსის ახალი ხელისუფლების ფორმირებაში.

ვიმეორებ, საუბარია იმაზე კი არაა ლუკაშენკოს გაწირავენ თუ არა, საუბარია იმაზე, რომ მოსკოვი სათავისოდ შეეცდება პროცესებში მონაწილეობას. მეტიც, დარწმუნებული ვარ, მოსკოვში უკვე მიღებულია გადაწყვეტილებები ბელორუსში მოვლენათა განვითარების ყველა სცენარის გათვალისწინებით. ყველაფერი გათვლილია რუსეთის ბანალური ინტერესების გათვალისწინებით.

დარწმუნებული ვარ, მოსკოვში უკვე მიღებულია გადაწყვეტილებები ბელარუსში მოვლენათა განვითარების ყველა სცენარის გათვალისინებით. ყველაფერი გათვლილია რუსეთის ბანალური ინტერესების გათვალისწინებით

- ანუ, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ლუკაშენკომ და პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს, პუტინი მას დახმარებას დაჰპირდა, ბელარუსის რევოლუციის შედეგების შეჯამება შეიძლება რუსეთის სასარგებლოდ?

- ჯერაც გაუგებარია თუ როგორ ვითარდება პროცესები ბელარუსში. ახლა მიმდინარე მომენტის თავისებურება იმაშია, რომ ბელორუსის უმსხვილესი საწარმოების მუშები იღებენ მონაწილეობას დემონსტრაციაში.

მათი მოთხოვნები ახლა მხოლოდ ეკონომიკური არაა. ისინიც მოითხოვენ ლუკაშენკოს გადადგომას, დაკავებულების გათავისუფლებას. თუ მომიტინგეთა რაოდენობა კრიტიკულ მასაზე მაღალი იქნება, ასეთ შემთხვევაში მიტინგების გაკონტროლება შეუძლებელი გახდება და თავად აღმოჩნდებიან ვითარების მამოძრავებელი. ასეთ შემთხვევაში საპროტესტო ტალღის ჩახშობა შეუძლებელი იქნება.

- გასაგებია, მაგრამ გაუგებარია ლიდერის ან ლიდერთა ჯგუფის გარეშე როგორ შეძლებს ქუჩის ოპოზიცია ლუკაშენკოს ხელისუფლების თუ გაშვებას არა, ხელისუფლების იძულებას ამ უკანასკნელმა შეასრულოს თუნდაც მათი მოთხოვნების ნაწილი?

- დიახ, სწორს ბრძანებთ, ლიდერებისა და ლიდერთა ჯგუფის გარეშე საპროტესტო აქციებით ვერაფერს ვერ მიაღწევენ. მაგრამ, არის საკმაოდ დიდი ალბათობა, რომ ხელისუფლებამ მოახდინოს თავისი რიგებიდან ოპოზიციაში თავისი წარმომადგენლის კოოპტირება.

რამდენიმე დღეა აკეთებენ კრიტიკულ განცხადებებს ადამიანები, ვინც ბელორუსის ხელისუფლებაში საკმაოდ მაღალ თანამდებიობებზე იყვნენ. მართალია, ისინი კარგა ხანია ჩრდილში არიან, მაგრამ ფაქტია, რომ ახლა ისინი გააქტიურებულნი არიან, მხარს უჭერენ მომიტინგეებს და საკმაოდ კრიტიკულად აფასებენ ხელისუფლების ქმედებებს.

დიდია ალბათობა, რომ პოლიტიკურ სცენაზე გამოჩდნენ მინსკის ხელისუფლეაბასთან დაახლოებული ადამიანები და ვითარების განმუხტვა თითქოსდა ახალ ლიდერებს დაეკისროს.

დიდია ალბათობა, რომ პოლიტიკურ სცენაზე გამოჩნდნენ მინსკის ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანები და ვითარების განმუხტვა თითქოსდა ახალ ლიდერებს დაეკისროს

- შეგიძლიათ რამდენიმე მათგანის ვინაობა დაგვისახელოთ?

- საკმაოდ სერიოზული განცხადება გააკეთა ბელარუსის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სერგეი რუმოსმა. იგი ექსპრემიერია, რომელიც თავის დროზე გახლდათ ინიციატორი საკმაოდ საინტერესო ეკონომიკური რეფორმების.

- თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ როგორი დამოკიდებულება აქვს მას დასავლეთის, ანაც იგივე მოსკოვის მიმართ? თან გვარი არც ბელარუსულად ჟღერს?

- მე ასე ვიტყოდი - ბელარუსის ექსპრემიერი სერგეი რუმოსი ერთნაირად ნეიტრალურია როგორც დასავლეთის, ისე მოსკოვის მიმართ.

ბელარუსის ექსპრემიერი რუმოსი ერთნაირად ნეიტრალურია როგორც დასავლეთის, ისე მოსკოვის მიმართ

შესაძლოა, რუმოსი ბელარუსული გვარიც იყოს. ამ გვარის ბელორუსის მოქალაქეები ლიტვასთან მოსაზღვრე ტერიტორებზე საკმაოდ მრავლადაც ცხოვრობენ.

- შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ საქართველოში საკმაოდ არიან ადამიანები, ვინც თუ ღიად არა, ლატენტურად უჭერენ მხარს ლუკაშენკოს. მათი მტკიცებით, „სასიზღარი დასავლეთი“ ლუკაშენკოს არ პატიობს იმას, რომ მან სსრკ-ს დროინდელი საწარმოები შეინარჩუნა, გადააიარაღა და წარმატებულად ამუშავებს. არ ჩაუტარებია ქვეყანაში ტოტალური პრივატიზაცია და ლიბერალური ეკონომიკური რეფორმები და ასე შემდეგ.

თქვენი დაკვირვებით, როგორადაც არ უნდა დასრულდეს პროცესები ბელარუსში, ვის ხელში შეიძლება აღმოჩნდეს ბელორუსის საწარმოო რესურსები - დასავლეთისა და რუსი ოლიგარქების თუ ადგილობრივი ჩინოვნიკების, ვინც ხელისუფლებასთან იქნება დაახლოებული?

- სხვათა შორის, ეკონომიკის სფეროში ლიბერალური და საკმაოდ წარმატებული რეფორმები ბელორუსში პრემიერ რუმოსის დროს განხორციელდა.

უნდა ითქვას, რომ ბელარუსში დიდ საწარმოებთან დაკავშირებით ვითარება რთულია. მათი საკმაოდ დიდი ნაწილი დიდი ხანია წამგებიან საწარმოს წარმოადგენს. ისინი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და დოტაციური საწარმოებია.

თუ ვსაუბრობთ დიდ და საინტერესო ბელარუსულ წარმოებებზე, რომლის მიმართ ქვეყნის შიგნით თუ გარეთ შესაძლოა ინტერესი ჰქონდეთ, მათი რაოდენობა არც ისე დიდია. ერთ-ერთია მინსკის საბურავების გამწევის ქარხანა. იგი ნამდვილად გახლავთ უნიკალური საწარმო.

თუ ვსაუბრობთ დიდ და საინტერესო ბელარუსულ წარმოებებზე, რომელთა მიმართ ქვეყნის შიგნით თუ გარეთ შესაძლოა ინტერესი ჰქონდეთ, მათი რაოდენობა არც ისე დიდია. ერთ-ერთია მინსკის საბურავების გამწევის ქარხანა. იგი ნამდვილად გახლავთ უნიკალური საწარმო

უნიკალური გამოგონებების წყალობით იქ უნიკალური პროდუქცია იქმნება. ამ საწარმოთი რეალურადაა დაინტერესებული რუსეთი, კერძოდ, რუსეთის სამხედრო წარმოება. სხვათა შორის, ამ საწარმოში იმყოფებოდა ლუკაშენკო და აწარმოებდა მოლაპარაკებებს მუშებთან.

იგივე მინსკის სატრაქტორო ქარხანა გახლავთ საწარმო, რომელიც საცავების შევსებაზე მუშაობს - პროდუქციის იმ რაოდენობაზე, რომელიც მანდ მზადდება, მოთხოვნა არაა. ჩვენთან რომ საბჭოთა დოტაციური ეკონომიკა არ იყოს ეს ქარხანა, უბრალოდ, არც იარსებებდა.

ასეთი საწარმოები ბელარუსში საკმაოდ ბევრია. საინტერესო საწარმოებს შორისაა სასუქების მწარმოებელი „ბელორუსკალიი“. ამ საწარმოს მუშებიც გაფიცულები არიან. ასევე საინტერესო საწარმოები არის ნოვოპოლოცკისა და მოზერსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები.

ბელორუსში საინტერესო და მომგებიანი საწარმოების ინტერესი რუსეთს აქვს. რუსეთს არაერთხელ ჰქონია ამ საწარმოების გამოსყიდვის მცდელობები. მხედველობაში მაქვს მინსკის საბურავების გამწევის, „ბელარუსკალიის“, ნოვოპოლოცკისა და მოზორსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები.

ბელარუსში საინტერესო და მომგებიანი საწარმოების ინტერესი რუსეთს აქვს. რუსეთს არაერთხელ ჰქონია ამ საწარმოების გამოსყიდვის მცდელობები. მხედველობაში მაქვს მინსკის საბურავების გამწევის, „ბელარუსკალიის“, ნოვოპოლოცკისა და მოზორსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები

ნავთობგადამამუშავებელი საწარმეობის აქტივების ნაწილი რუსეთს ეკუთნის, მაგრამ საკონტროლო პაკეტები დღემდე ჯერჯერობით ბელარუსის მფლობელობაშია.

- თქვენი პროგნოზით, შეძლებს ლუკაშენკო ძალაუფლების შენარჩუნებას?

- თუ ლუკაშენკომ ძალაუფლების შესარჩუნება შეძლო, ეს დიდი ხნიათ არ იქნება. ეს იქნება არა მხოლოდ მისი ბოლო ვადა, ეს იქნება მისი ხელისუფლებაში 1-2 წლით ყოფნის ვადა. თუ ლუკაშენკომ ძალაუფლების შენარჩუნება შეძლო, ეს იქნება იმ გარანტიებით დარჩენა, რომ ბელორუსში მალე მოხდება ხელისუფლების ტრანზიტი.

თუ ლუკაშენკომ ძალაუფლების შენარჩუნება შეძლო, ეს იქნება იმ გარანტიებით დარჩენა, რომ ბელორუსში მალე მოხდება ხელისუფლების ტრანზიტი

თუ გარე ძალები ლუკაშენკოს დაეხმარებიან ძალაუფლების შენარჩუნებაში, ისინი მას დაეხმარებიან მხოლოდ გარკვეული პირობებით. მხედველობაში მყავს უპირველესად მოსკოვი და ჩინეთი.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა