პარტია „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსმა“ თბილისის 8 ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

პოლიტიკურმა პარტიამ „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსმა“ 2020 წლის არჩევნებისთვის თბილისის 8 მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატები წარადგინა.

პარტიის თავმჯდომარე ბექა ნაცვლიშვილი ვაკის მაჟორიტარის მანდატისთვის იბრძოლებს.

პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსმა“ მთაწმინდა - კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატად ჯაბა ჯიშკარიანი დაასახელა.

საბურთალოს მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი, ლევან გოგიჩაიშვილი საბურთალოს მაჟორიტარული მანდატისათვის იბრძოლებს.

დიდუბე - ჩუღურეთის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენილია პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ აღმასრულებელი მდივანი გედევან ფოფხაძე .

ისნის მაჟორიტარობისათვის რეჟისორი და მკვლევარი, მეცნიერების პოპულარიზაციის ფონდ NOVA -ს დამფუძნებელი რამაზ ბლუაშვილი იბრძოლებს.

ნაძალადევში „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსმა“ მაჟორიტარობის კანდიდატად იურისტი, ადვოკატთა ასოციაციის წევრი და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს იურისტები სამართლიანობისთვის“ დამფუძნებელი ზვიად თავაძე დაასახელა.

გლდანის მაჟორიტარული მანდატისთვის პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა გიორგაძე იბრძოლებს.

სამგორის საარჩევნო ოლქში კი, პარტიამ ახალგაზრდული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, კერძო სკოლა „ივერიის“ მმართველი და საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ალექსანდრე რიჟამაძე წარადგინა.

იხილეთ ვიდეო:დამოუკიდებელი დეპუტატების პარტიამ თბილისის 8 მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატები დაასახელა

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო