გედევან ფოფხაძე - არ ვაპირებთ სააკაშვილის, ხაზარაძის ან ივანიშვილის პოლიტიკურ ჯგუფებთან გარიგებაზე წასვლას

"ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსისთვის" ყველა მანდატი პრინციპულია, ყველა მანდატისთვის ვიბრძოლებთ! , - ამის შესახებ, პარტია „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე განცხადებით, „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" მიხეილ სააკაშვილის, მამუკა ხაზარაძის, ან ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ჯგუფებთან გარიგებაზე წასვლას არ აპირებს.

"„ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" რვავე ოლქში იბრძოლებს საპარლამენტო მანდატისთვის. ეს არის ჩვენთვის პრინციპული, იმიტომ რომ ჩვენ არ ვაპირებთ "გაყიდულ" პოლიტიკოსებთან გარიგებაზე წასვლას. არ ვაპირებთ მიხეილ სააკაშვილის, მამუკა ხაზარაძის ან ივანიშვილის პოლიტიკურ ჯგუფებთან გარიგებაზე წასვლას. ჩვენ ვაპირებთ მხოლოდ ქართველ ხალხთან გარიგებას. ყველა მანდატი ჩვენთვის პრინციპულია, ყველა მანდატისთვის ვიბრძოლებთ ხალხთან ერთად. დავარწმუნებთ ხალხს, რომ არჩევნების დღე უნდა იქცეს ერთიან სახალხო დემოკრატიულ და კონსტიტუციურ აჯანყებად იმ მჩაგვრელების წინააღმდეგ, რომელიც დაამთავრებს გაყიდული პოლიტიკოსების ხანას და ხალხის მსახურებს მოიყვანს პოლიტიკურ ასპარესზე", - განაცხადა ფოფხაძემ.

ცნობისთვის, ახალმა პოლიტიკურმა პარტიამ „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“ 2020 წლის არჩევნებისათვის თბილისის 8 მაჟორიტარულ ოლქში წარადგინა კანდიდატები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა