„ქართული ოცნების" ლიდერები ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის საფეხბურთო აკადემიაში იმყოფებოდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, „ქართული ოცნების" რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის საფეხბურთო აკადემიაში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, „ქართული ოცნების" ლიდერები რუსთავის აკადემიაში გამართულ მეორე ლიგის ოფიციალურ მატჩს დაესწრნენ, სადაც ერთმანეთს რუსთავისა - დუშეთის „არაგვის" გუნდები დაუპირისპირდნენ.

„აღსანიშნავია, რომ რუსთავში 8 ჰექტარზე განთავსებულ საფეხბურთო აკადემიაში ორი ბუნებრივსაფარიანი და ორი ხელოვნურსაფარიანი მოედანი ფუნქციონირებს. ინდივიდუალური განათების სისტემა სამ მოედანს ემსახურება. ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია სასტუმრო, სასადილო, სასწავლო აუდიტორია და საკონფერენციო დარბაზი. შენობაში კი მოწყობილია გასახდელები, სატრენაჟორო დარბაზი და სხვა დამხმარე ოთახები.

ამ ეტაპზე აკადემიაში მთელი წლის განმავლობაში 14-წლამდე და 15-წლამდე ორი ასაკობრივი გუნდი ცხოვრობს, რომლებიც ადგილზე პრაქტიკულ საფეხბურთო წვრთნებთან ერთად თეორიულ ცოდნას იღებენ. ამას გარდა, აღსაზრდელები საჯარო სკოლის განათლებას იღებენ, მათ ადგილზე სხვადასხვა პროფესიის მასწავლებლები ამეცადინებენ. აკადემიის მოსწავლეები სამედიცინო შტაბის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არიან და ასაკის შესაბამის ფიზიკურ მომზადებას გადიან.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო აკადემია რუსთავში 2018 წლის 24 ოქტომბერს გაიხსნა. პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, უეფას პროგრამა „ჰეთ-თრიკისა" და ფიფას პროგრამა „ფორვარდის" დაფინანსებით განხორციელდა.

აკადემიაში მუდმივად მცხოვრები ორი ასაკობრივი გუნდის გარდა, რუსთავის ტექნიკური ცენტრი ამხანაგური და საერთაშორისო მატჩების წინ ასევე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 17-19 და 21-წლამდე ასაკობრივ ნაკრებთა საწვრთნელი შეკრებებისთვის გამოიყენება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს