ამერიკელი კონგრესმენები - ვგმობთ პუტინის უგუნურ წინადადებას, ლუკაშენკოს რეჟიმისთვის სამხედრო დახმარების შეთავაზების შესახებ

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ელიოტ ენგელმა და კომიტეტის წევრმა „რესპუბლიკური პარტიიდან“ მაიკლ მაკკოლიმ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ბელარუსისთვის სამხედრო დახმარების შეთავაზება დაგმეს. კონგრესმენებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი მხარს უჭერენ ბელარუსი ხალხის უფლებას, მოითხოვონ უფრო თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა.

„მხარს ვუჭერთ ბელარუს ხლხს, რომლებიც იყენებენ საკუთარ უფლებას, ჩაატარონ საპროტესტო აქცია და მოითხოვენ უფრო თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანას. მათი ხმა უნდა გაიგონ. კრემლი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს კიდევ ერთი ევროპული ქვეყნის სუვერენიტეტსა და თავისუფებას. ჩვენ ვგმობთ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის უგუნურ წინადადებას, ლუკაშენკოს რეჟიმისთვის სამხედრო დახმარების შეთავაზების შესახებ. მოვუწოდებთ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას, უარყოს მოსკოვის აგრესია და იმუშაოს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ბელარუსი ხალხის მხარდასაჭერად და მოითხოვოს ათასობით დაკავებული მშვიდობიანი დემონსტრანტისა და პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება, დაგმოს ბელარუსის ხელისუფლების მიერ გადაჭარბებული ძალის გამოყენება და დაიცვას ბელარუსი ხალხის სუვერენული უფლება, განსაზღვროს საკუთარი მომავალი,“- აღნიშნულია კონგრესმენების განცხადებში.

შეგახსენებთ, 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები არ წყდება.

იხილეთ ვიდეო: ამერიკელი კონგრესმენები - ვგმობთ პუტინის წინადადებას, ბელარუსისთვის სამხედრო დახმარების შეთავაზების შესახებ

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო