გიგა ბოკერია - ჩვენი მხარდაჭერა ექნება ზურა ჯაფარიძესაც და ირაკლი ოქრუაშვილსაც

“ჩვენი მხარდაჭერა ექნება ზურა ჯაფარიძესაც და ირაკლი ოქრუაშვილსაც”, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს „ლეიბორისტული პარტიის" ოფისში კანდიდატების წარდგენის შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების მიერ მიღებული დეკლარაცია არის საქართველოს მომავალი და წარსულს უნდა ჩაბარდეს ივანიშვილის რეჟიმის სიძულვილით სავსე დაპირისპირება.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანი გზავნილია, რომ ჩვენი ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები, რომლებიც ხშირად მწვავე დისკუსიაში არიან ერთმანეთთან, ამავე დროს იყვნენ კოორდინაციაში, როცა ლაპარაკია ისეთ ღირებულებაზე, როგორიც ნებისმიერი ადამიანის ხმის დათვლაა. ეს არის მომავალი საქართველოსი. ჩვენ უნდა ჩავანაცვლოთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის სიძულვილით სავსე დაპირისპირება და უნდა ჩავაბაროთ წარსულს”, -განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, თბილისში ოპოზიციის შეჯერება არის მაგალითი იმისა, თუ როგორ გაიზარდა პოლიტიკური სპექტრი საზოგადოების დაკვეთით.

„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიანად დამარცხების შემდეგ იქნება ევროპული კოალიცია, რომელსაც ჩვენ აუცილებლად შევკრავთ”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა