ნინო ბურჯანაძე - საქართველოს ისტორიაში პირველად არის, როცა 30-მა პარტიამ ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომ ერთმანეთის ხმებს დაიცავენ

ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ მინიმუმ კოორდინირება შენარჩუნებულია, არ არის წინააღმდეგობა და ოპოზიციამ საერთო კანდიდატები დააყენა თბილისის ყველა ოლქში, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „ლეიბორისტული პარტიის" ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ასევე დეკლარაცია ხმების დაცვასთან დაკავშირებით.

ბურაჯანაძის თქმით, დეკლარაციას 30- მდე პარტია შეუერთდა. როგორც ის ამბობს, თანხმობა აქვთ მიღებული ასევე იმ პარტიების პოლიტიკური ლიდერებისგან, რომლებიც დღევანდელ შეხვედრას ვერ დაესწრნენ.

„თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატებზე კოორდინაცია ნიშნავს იმას, რომ იქნება თანამშრომლობა იმისთვის, რომ "ქართულმა ოცნებამ" ვერ შეძლოს ვერც ერთი მაჟორიტარული ოლქის მოგება მინიმუმ თბილისში. ეს არის მთავარი და ვფიქრობ, რომ ეს საზოგადოებისთვისაც ძალიან მისაღები და გასაგები უნდა იყოს. საერთო კანდიდატია ოქრუაშვილი , რაც იმას ნიშნავს, რომ დიახ, ჩვენ ამ კანდიდატებს მხარს ვუჭერთ და ვეცდებით შესრულდეს ის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელზეც დღეს შევთანხმდით. აბსოლუტურად უპრეცედენტოა ის დეკლარაცია, რომელზეც დღეს შევთანხმდით, პირველად არის საქართველოს ისტორიაში, როცა 30-მა პარტიამ ხელი მოაწერა იმას, რომ ერთმანეთის ხმებს დაიცავენ და არ მივცემთ „ქართულ ოცნებას" შესაძლებლობას, რაც 2016 წელს გააკეთა, როცა ჩემი პოლიტიკური ორგანიზაციების ხმები თავად და სხვა სატელიტ პარტიებს გადაულაგა. ეს არის საზოგადოებისთვის იმედის მომცემი, რომ „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს ხმებით მანიპულირებას", - განაცხადა ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, "ლეიბორისტული პარტიის " ოფისში გამართულ შეხვედრაზე ოპოზიციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დიდუბე- ჩუღურეთში საერთო ოპოზიციური მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე, საბურთალოს ოლქში კი ირაკლი ოქრუაშვილი იქნება, თუმცა, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ განმარტა, ისინი მკაფიოდ უჭერენ მხარს ზურა ჯაფარიძეს, საბურთალოს ოლქში კი "უბრალოდ საკუთარ კანდიდატს არ აყენებენ, რადგან იქ ოპოზიციური სპექტრიდან ბევრი ღირსეული კანდიდატია წარმოდგენილი".

შეგახსენებთ, რომ „ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის შეხვედრაზე დეკლარაცია მიიიღეს. დეკლარაციის თანახმად, საქართველოს დემოკრატიული ოპოზიცია, თანხმდება, რომ ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობა ქვეყნისთვის და მისი დემოკრატიული განვითარებისთვის უმძიმეს გამოწვევას წარმოადგენს. „ოპოზიციური პარტიები კოორდინირებულად ვიმუშავებთ ყველა ოლქში, მათ შორის იქაც, სადაც ერთმანეთს კონკურენტი კანდიდატები დავუყენეთ. პარტიების ამოცანა არა ცალკეული პოლიტიკური გემოვნების ამომრჩეველთა ხმების დაცვა, არამედ მთელი საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისა და თითოეული მოქალაქის არჩევანის დაცვა იქნება. ამ ამოცანის მისაღწევად ჩვენ ვაპირებთ თანამშრომლობის კონკრეტული მექანიზმების შემუშავებას. ქვეყნის შიგნით, საარჩევნო პროცესისადმი ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერასა და ხმების დაცვის მიზნით კოორდინაციასთან ერთად, ოპოზიციური პარტიები ვთანხმდებით, რომ ერთობლივად, შეთანხმებულად ვიმუშავებთ საერთაშორისო დამკვირვებლებთან, რათა არჩევნების ლეგიტიმურობის გარშემო არ გაჩნდეს კითხვის ნიშნები. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ივანიშვილის დამარცხებით, საქართველოში საარჩევნო მანიპულაციების მავნე ტრადიციას წერტილი უნდა დაესვას", - აღნიშნულია დეკლარაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს