გიორგი ვაშაძე - მე განვიხილავ კოალიციას ყველა პროდასავლურ ძალასთან, ვინც დღეს ოპოზიციაშია

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ის მუდმივ კოორდინაციაშია ოპოზიციურ ლიდერებთან და საბურთალოს რაიონში ოპოზიციის საერთო კანდიდატად ირაკლი ოქრუაშვილის დასახელება, დიდუბე -ჩუღურეთში კი ზურაბ ჯაფარიძის, მათთან კოორდინაციის გარეშე არ განხილულა.

გიორგი ვაშაძის თქმით, ის შეთანხმებულად მოქმედების მომხრეა.

„ლეიბორისტულ პარტიაში” ჯერ არ დასრულებულა შეხვედრა. პაატა მანჯგალაძე გააკეთებს განცხადებას შეხვედრის შემდეგ. ჩვენ ვართ შეთანხმების, კოორდინაციის მომხრე. გეტყვით, რომ ეს საკითხი ჩვენთან კოორდინაციის გარეშე ნამდვილად არ წასულა. ყველაფერზე ჩამოყალიბებული პოზიცია გვაქვს", - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე განმარტავს, რომ ის ყველა ოპოზიციურ პროდასავლურ ძალასთან განიხილავს კოალიციას.

„ვაპირებ, გავხდე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იმისთვის, რომ ქვეყანაში შიმშილი დავამარცხოთ, დავამარცხოთ ის უკიდეგანო გაჭირვება, რაც ქვეყანაშია. დავიწყოთ რეალური რეფორმები, რაც აღმშენებლობას მოიტანს ყველა სფეროში.

რაც შეეხება კოალიციას, პროდასავლური კოალიცია აუცილებლად იქნება. მე განვიხილავ კოალიციას ყველა პროდასავლურ ძალასთან, ვინც დღეს ოპოზიციაშია", - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, საბურთალოს რაიონში ოპოზიციის საერთო კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი, დიდუბე - ჩუღურეთში კი ზურაბ ჯაფარიძე იქნება. განცხადება ამის შესახებ მედიასთან, „ლეიბორისტული პარტიის" ოფისში მიმდინარე შეხვედრაზე "ლეობორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათალაშვილმა გააკეთა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა