მედია - მამაკაცი, რომელსაც ბრესტში საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცავებმა ესროლეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა

43 წლის გენადი შუტოვი, რომელსაც ქალაქ ბრესტში 11 აგვისტოს აქციის დროს სამართალდამცავებმა ესროლეს, დღეს მინსკის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა,- ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Tut.by დაღუპულის ნათესავებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შუტოვს, რომელიც ქალაქ ბრესტის მკვიდრია, ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული.

დაღუპული მამაკაცის ნათესავების განცხადებით, ისინი თვითმხილველებს ესაუბრნენ, რომლებმაც განუცხადეს, რომ აქციის დროს გენადი შუტოვი დაპირისპირებაში ჩართული არ ყოფილა და უბრალოდ ფეხით გადაადგილდებოდა, გასროლა კი შენობის სახურავიდან მოხდა.

გენადი შუტოვი ანტისამთავრობო აქციების მეოთხე მსხვერპლია.

ნიკოლოზ  ვაშაკიძე - მთელი ინტრიგა იმის გარშემო ტრიალებს, რას გადაწყვეტს აშშ - შეეცდება, დაალაგოს თანამშრომლობა „ოცნებასთან“, როგორც უალტერნატივო პოლიტიკურ ძალასთან, თუ ხელი შეუწყოს ხელისუფლების ცვლილებას
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო
2 წელი რობოტული ქირურგიის დანერგვიდან ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში - ინოვაცია, რომელმაც რეგიონის სამედიცინო რეალობა შეცვალა
CashBack-ის და Mastercard-ის საგაზაფხულო შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებს
„ვისოლმა“ „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებისთვის სპეციალური ფასდაკლება შექმნა
თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა მოსწავლეების დასაფინანსებლად საგრანტო კონკურსს აცხადებს
28 თებერვალი - განსაკუთრებული შეთავაზებები extra.ge-ზე