დიმიტრი პესკოვი - რუსეთის მხრიდან ბელარუსისთვის სამხედრო დახმარების გაწევის აუცილებლობა არ არსებობს

კრემლში ვერ ხედავენ იმის აუცილებლობას, რომ ბელარუსს სამხედრო დახმარება გაუწიონ კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის ფარგლებში, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„თქვენ იცით, რომ ახლა არ არსებობს ასეთი აუცილებლობა და ბელარუსის ხელისუფლებამ თავადაც აღიარა ეს“, - განაცხადა პესკოვმა.

კითხვაზე, მიდის თუ არა საუბარი ბელარუსისთვის სამხედრო დახმარების თაობაზე საგარეო საფრთხის შემთხვევაში, ან რევოლუციის შემთხვევაში, პესკოვმა უპასუხა: „მე უკვე ვუპასუხე თქვენ კითხვას“.

ჟურნალისტის თხოვნაზე, კომენტარი გაეკეთებინა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ბელარუსის საზღვართან იგზავნება რუსული სამხედრო ტექნიკის კოლონები, პესკოვმა განაცხადა, რომ „რუსეთის სამხედრო ტექნიკა განთავსებულია რუსეთის მთელ ტერიტორიაზე, ამიტომ აქ საკომენტარო არაფერია“.

„ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ ბელარუსები თავად გადაწყვეტენ თავის პრობლემებს დიალოგის ფარგლებში, სამართლებრივ ჩარჩოში და გარედან ყოველგვარი ჩარევის გარეშე“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.

ნიკოლოზ  ვაშაკიძე - მთელი ინტრიგა იმის გარშემო ტრიალებს, რას გადაწყვეტს აშშ - შეეცდება, დაალაგოს თანამშრომლობა „ოცნებასთან“, როგორც უალტერნატივო პოლიტიკურ ძალასთან, თუ ხელი შეუწყოს ხელისუფლების ცვლილებას
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო
2 წელი რობოტული ქირურგიის დანერგვიდან ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში - ინოვაცია, რომელმაც რეგიონის სამედიცინო რეალობა შეცვალა
CashBack-ის და Mastercard-ის საგაზაფხულო შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებს
„ვისოლმა“ „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებისთვის სპეციალური ფასდაკლება შექმნა
თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა მოსწავლეების დასაფინანსებლად საგრანტო კონკურსს აცხადებს
28 თებერვალი - განსაკუთრებული შეთავაზებები extra.ge-ზე