ევროსაბჭოს პრეზიდენტი - ევროკავშირი არ აღიარებს ბელარუსში ჩატარებული არჩევნების შედეგებს და ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს სანქციებს დაუწესებს

ევროკავშირი არ აღიარებს ბელარუსში ჩატარებული არჩევნების შედეგებს და ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს მოკლე პერიოდში სანქციებს დაუწესებს , - ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საგანგებო სამიტის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ბელარუს ხალხს და ჩვენ არ მივიღებთ დაუსჯელობას. 9 აგვისტოს გამართული არჩევნები არ არის, არც თავისუფალი, არც სამართლიანი და არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენ არ ვაღიარებთ შედეგებს, რომელიც ბელარუსის ხელისუფლებამ წარმოადგინა. ბელარუსი ხალხი იმსახურებს უკეთესს. ისინი იმსახურებენ დემოკრატიულ უფლებას, აირჩიონ ლიდერები და განსაზღვრონ საკუთარი მომავალი. ამ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელია. ჩვენ ვგმობთ ამ სისასტიკეს და მოველით სრულ და გამჭვირვალე გამოძიებას. ნებისმიერი ძალადობა თავიდან უნდა იქნას არიდებული, მათ შორის ნებისმიერი სახის რეპრესია და ძალადობა მათ წინააღმდეგ, ვინც ცდილობს ეროვნულ დონეზე დიალოგში ჩართვას. ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია მთავარი ელემენტებია. ბელარუსში მიმდინარე პროტესტი არ უკავშირდება გეოპოლიტიკას. პირველ ყოვლისა ეს არის ეროვნული კრიზისი. ეს ეხება ხალხის უფლებებს თავისუფლად აირჩიონ ხელმძღვანელობა.

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ბელარუსი ხალხის უფლებას განსაზღვრონ საკუთარი ბედი და ევროკავშირი მოკლე პერიოდში გამოსცემს სანქციებს არაერთი პირის მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ძალადობაზე, რეპრესიებსა და არჩევნების გაყალბებაზე. ჩვენ ბელარუსის ხელისუფლებას მოვუწოდებთ კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავლის გზა მოძებნოს.

ჩვენ კვლავაც ახლოდან დავაკვირდებით პროცესებს და მზად ვიქნებით წვლილი შევიტანოთ ძალისხმევაში, რათა მშვიდობიანად დასრულდეს კრიზისი. ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს ბელარუსში დიალოგთან დაკავშირებით ეუთო-ს წინადადებას და მზად არის დამატებითი დახმარებისთვის“, - განაცხადა მიშელმა.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს წევრებმა ბელარუსში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დღეს საგანგებო ონლაინ სამიტი გამართეს, რომელშიც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები მონაწილეობდნენ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის