გია ხუხაშვილი - სოციალური ინიციატივები საარჩევნო დღის წესრიგს ემთხვევა და შეიძლება განხილული იყოს, როგორც სახელმწიფო რესურსების საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის განცხადებით, ხელისუფლების მიერ გაცემული სოციალური დახმარებები მისასალმებელია, ვინაიდან ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია, თუმცა მისივე განმარტებით, მთავრობის დაპირებები საარჩევნო დღის წესრიგს ემთხვევა.

სწორედ ამიტომ, მისი აზრით, ხელისუფლების მხრიდან სახელმწიფო რესურსები საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენება.

„ჩვენს ქვეყანაში, სოციალური ფონი ძალიან მძიმეა. ძალიან ბევრი კატეგორიის ადამიანს უკიდურესად უჭირს. შესაბამისად, ჩვენ, მათ შორის მეც არ გვაქვს მორალური უფლება ამ ტიპის დახმარებაზე კრიტიკულად ვიყოთ განწყობილები.

ადამიანებს ყოველდღიური გადარჩენის პრობლემა აქვთ. შესაბამისად, თუ ხელისუფლება რაღაცას მაინც მისცემს მოსახლეობას, ამას შეგვიძლია მხოლოდ მივესალმოთ.

მეორე მხრივ, გასაგებია, რომ ეს ყველაფერი საარჩევნო დღის წესრიგს ემთხვევა, შესაბამისად, ხელისუფლება ამას არ აღიარებს, მაგრამ გულში მალამოსავით ედება, აქვს სურვილი და იმედი, რომ საარჩევნოდ ეს ყველაფერი წაადგებათ.

მოცემულობა ასეთია, შესაბამისად, ჩემი დამოკიდებულება წინააღმდეგობრივია: ერთი მხრივ, რა უფლება მაქვს მე, ვისაუბრო დახმარების შეჩერებაზე, ობიექტური მოცემულობის გამო, მაგრამ, მეორე მხრივ, იმასაც ვაცნობიერებთ, რომ ეს ირიბად, რა თქმა უნდა, შესაძლებელია იყოს განხილული, როგორც ხელისუფლების მხრიდან სახელმწიფო რესურსების საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება. ასეთი წინააღმდეგობრივია ეს ყველაფერი“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა