„ევროპული საქართველოს“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ პარტია დატოვა და „ნაციონალურ მოძრაობას“ უერთდება

„ევროპული საქართველოს“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გელა დემეტრაძემ თანამდებობა დატოვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დემეტრაძემ განუცხადა, აპირებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდეს.

დემეტრაძის განმარტებით, თანამდებობა დატოვა იმ მიზეზით, რომ თანხვედრაში არ მოდიოდა პირადად მისი და პარტიის პოზიციები „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დასახელებულ მაჟორიტარ კანდიდატ ვაჟა ჩიტაშვილთან მიმართებით, რომელიც მისი მეგობარია. დემეტრაძის თქმით, ის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მუშაობას ვაჟა ჩიტაშვილის საარჩევნო შტაბში გააგრძელებს.

„მოხდა ისე, რომ ჩვენი გუნდისა და „ევროპული საქართველოს“ ცენტრალური ოფისის ინტერესები ერთმანეთთან თანხვედრაში არ იყო. საქმე ეხება ჩვენს ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატს, ამიტომ, მომიწია თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. ჩემთვის პირადად მისაღებია კანდიდატი ვაჟა ჩიტაშვილი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დასახელდა ჩვენს ოლქში. ამას მინდა მხარი დავუჭირო, ჩვენ ვართ მეგობრები, თანამებრძოლები. აქედან გამომდინარე, მე არამხოლოდ სურვილი მაქვს, რომ მას მხარი დავუჭირო, არამედ უბრალოდ ვერ წარმომიდგენია, თუ როგორ უნდა მემუშავა მის წინააღმდეგ“, - განაცხადა დემეტრაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა