ადვოკატის განცხადებით, თბილისის პროკურატურაში სათვალთვალო ვიდეო ჩანაწერების შესწავლა მიმდინარეობს, რათა თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილების მარშრუტი შეისწავლონ

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, თბილისის პროკურატურაში სათვალთვალო ვიდეო ჩანაწერების შესწავლა მიმდინარეობს, რათა თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილების მარშრუტი შეისწავლონ.

რამიშვილის თქმით, პარალელურად მოსულია შუალედური ექსპერტიზის შედეგი, სადაც იმ პრეპარატების ქიმიური შემადგენლობაა მოცემული, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის ჩანთაში აღმოაჩინეს.

„ჩვენ უკვე დავიწყეთ სათვალთვალო ვიდეო კამერების ჩანაწერების ნახვა და უკვე ამ რეჟიმში ვართ. ახლა ვუყურებთ და ვადგენთ თამარის გადაადგილების მარშრუტს, მასალა არის ძალიან ვრცელი და ძალიან დიდი დრო დაგვჭირდება მის შესასწავლად. ამავდროულად მოსულია შუალედური ექსპერტიზის შედეგები. ახლა ძალიან დაჩქარებულად მიმდინარეობს ყველაფერი, ძალიან მობილიზებულია სამუშაო ჯგუფი, ყველა ჩვენს მოთხოვნას მაქსიმალურად ასრულებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ყველაფერი არ გადამოწმდება. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკება სატელიტურ სურათებზე, რამდენიმე დღეში იქნება პასუხი, თუ რომელი უცხოური კომპანია მოგვაწვდის ამ სურათებს. შუალედურ დასკვნაში არის მითითებული ის პრეპარატები, რაც იყო ჩანთაში. იქ ძალიან ბევრი პრეპარატია და „გუგლში“ რაც იყო მითითებული, ბევრი რაღაც არის გასარკვევი“, - განაცხადა რამიშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5 - დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა