ბრაზილიის კონგრესის გადაწყვეტილებით, დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა. ამიერიდან ქვეყანაში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება ოფისებში, სკოლებში, ტაძრებსა და სხვადასხვა დაწესებულებებში.
ამასთან, კონგრესმა რეგიონის გუბერნატორებსა და ქალაქის მერებს დაავალა იმ პირებისთვის ჯარიმა დააწესონ, რომლებიც კანონს დაარღვევენ.
კონგრესის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო, რომელიც თავდაპირველად პირბადის ტარების წინააღმდეგ იყო და კორონავირუსს უბრალო გრიპს უწოდებდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ბრაზილიაში კორონავირუსის 3.4 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსს სულ მცირე 111 000 ადამიანი ემსხვერპლა.