ესპანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3 349 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ესპანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3 349 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ბოლო კვირების განმავლობაში რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს. ამ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი თქმით, ესპანეთში 3-თვიანი მკაცრი კარანტინის შემდეგ შეზღუდვების შემცირებასთან ერთად ვირუსით დაინფიცირების შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით სულ 387 985 ადამიანი დაინფიცრდა. გასული 24 საათის განმავლობაში კი, ვირუსით კიდევ 122 პაციენტი გარდაიცვალა და მსხვერპლის რიცხვმა 28 797 შეადგინა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა