ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხების შემდეგ, „დინამოს“ მწვრთნელმა გუნდი დატოვა

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხების შემდეგ, თბილისის „დინამოს“ მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საფეხბურთო კლუბი „დინამო“ ავრცელებს.

„მატჩს სოციალურ ქსელში დინამოს ფეხბურთელების, მწვრთნელების და ხელმძღვანელობის ბულინგი მოჰყვა. ყველაფერზე პასუხისმგებელი მე ვარ და რომ არ გაილანძღოს ის ხალხი, ვინც მე ამ გუნდის მთავარი მწვრთნელობა მანდო და ასევე ფეხბურთელები, რომელთა იმედიც მქონდა და მომავალშიც მექნება - ვიღებ გადაწყვეტილებას, რომ დავტოვო კლუბი.

მადლობა ხელმძღვანელობას, კლუბის თითოეულ თანამშრომელს, ჩემს სტაფს, ფეხბურთელებს, რომლებიც ჩვენთან ერთად თავდაუზოგავად შრომობდნენ, მადლობა ერთგულ გულშემატკივარს, რომელიც დინამოს ყველა შეხვედრისას გვერდით უდგას. მინდა ყველას წარმატება ვუსურვო“, -აცხადებს ჩხეტიანი.

კლუბი ოფიციალურ განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს.

ცნობისთვის, 19 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში თბილისის „დინამო" ალბანეთის „ტირანასთან" 0:2 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა