გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუს“ კომპანიიდან აცნობეს, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 აგვისტოს, 12:00-დან 16:00 საათამდე, ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს დაბა სტეფანწმინდაში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ცდო, გველეთი, დევდორაკის მთაზე, დარიალში.

12:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს - ანანური, ციხისძირი, ცივწყარო, ზოტიკიანთკარი, თანდილაანთკარი, პავლეური, მენესო, დგნალი, ფიტავი, ჭივილაანები, შალიკიანთკარი, ჟინვალი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო