ჯო ბაიდენი - დონალდ ტრამპმა აშშ სიბნელეში გაახვია

დონალდ ტრამპმა აშშ სიბნელეში გაახვია, ჩვენ შევძლებთ ქვეყანაში სიბნელის ხანა დავძლიოთ, - ამის შესახებ „დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა პარტიის ეროვნულ ყრილობაზე განაცხადა. მან 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები „ნათელსა და ბნელს“ შორის ბრძოლას შეადარა.

„მე სინათლის მოკავშირე ვიქნები და არა სიბნელის. დადგა დრო გავერთიანდეთ. ჩვენ ორი არჩევანი გვაქვს – გავხდეთ უფრო გაბრაზებულები, ნაკლებად იმედიანები, უფრო დაყოფილები, ან შეგვიძლია განსხვავებულ გზას დავადგეთ და ყველამ ერთად გამოვიყენოთ ეს შანსი რეფორმისთვისა და გაერთიანებისთვის. ეს არის იმედისა და სინათლის გზა,“ - განაცხადა მან.

ამასთან, ჯო ბაიდენმა კორონავირუსის პანდემიის დროს დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ვირუსთან ბრძოლის ეფექტური გეგმა გააჩნია.

აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები 2020 წლის 3 ნოემბერს გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა