სამედიცინო  ექსპერტები - ალექსეი ნავალნის ჰოსპიტალიზაციის მიზეზი შესაძლოა, დიაბეტური კომა ან თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის პრობლემა იყოს

ალექსეი ნავალნის ჰოსპიტალიზაციის მიზეზი შესაძლოა, დიაბეტური კომა ან თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის პრობლემა იყოს, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სამედიცინო ექსპერტებმა Известия-სთან საუბარში განაცხადეს.

გამოცემის ინფორმაციით, ლაბორატორიულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ნავალნის სისხლში შაქრის და შარდში აცეტონის დონე მაღალი იყო. გარდა ამისა, ელექტროკარდიოგრამამ მიოკარდიუმში მეტაბოლური ცვლილებები გამოავლინა.

გადაუდებელმა სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის ექსპერტმა Известия-ს განუცხადა, რომ აცეტონისა და შაქრის მომატებული დონე, ისევე როგორც მიოკარდიუმის მეტაბოლური ცვლილებები, შეიძლება მიუთითებდეს დიაბეტურ კომაზე, რაც მისი განმარტებით, შეიძლება გამოწვეული იყოს ფიზიკური გადატვირთვით, სტრესით ან ნერვული დაძაბულობით.

მან ასევე აღნიშნა, რომ შესაძლებელია საუბარი ტვინის სისხლძარღვების თრომბზე, რომელსაც კომის გამოწვევა მოკლე დროში შეუძლია.

რუსული მედიის ინფორმაციით, ენდოკრინოლოგმა ალექსეი კალინჩევმა გამოთქვა მოსაზრება, რომ გამოკვლევის პასუხების მონაცემები შესაძლოა მიანიშნებდეს, რომ ნავალნის დიაბეტი აქვს.

შეგახსენებთ, გუშინ ალექსეი ნავალნიმ, რომელიც ტომსკიდან მოსკოვში მიემგზავრებოდა, თვითმფრინავში თავი შეუძლოდ იგრძნო, რის გამოც თვითმფრინავმა ქალაქ ომსკში ავარიული დაშვება განახორციელა, სადაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია და კომაში იმყოფება. ნავალნის პრესსპიკერმა კი განაცხადა, რომ ის, სავარაუდოდ, მოწამლულია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო