ადამ ბოელერი - მოუთმენლად ველი სტრატეგიული და ეკონომიკური ურთიერთობების შენების გზაზე საქართველოსთან თანამშრომლობას

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) აღმასრულებელი დირექტორი ადამ ბოელერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან სააუბარს სოციალურ ქსელ “ტვიტერში“ საკუთარ გვერდზე ეხმაურება. ადამ ბოელერი სტრატეგიული და ეკონომიკური ურთიერთობების შენების გზაზე თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

„პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გასულ კვირას საუბრის შემდეგ, საქართველოში ჩვენს ელჩ კელი დეგნანს ვესაუბრე. მოუთმენლად ველი სტრატეგიული და ეკონომიკური ურთიერთობების შენების გზაზე საქართველოსთან თანამშრომლობას”, - წერს ადამ ბოელერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საკუთარ გვერდზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) აღმასრულებელ დირექტორ ადამ ბოელერს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოში DFC-ის მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე. განსაკუთრებულად აღინიშნა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის როლი საქართველოში კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით, მათ შორის, პანდემიის პირობებში. ადამ ბოელერმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგები პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით.

მისი თქმით, ამ ბრძოლაში ხაზგასასმელია როგორც ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებები, ისე საქართველოს მოქალაქეების ძალისხმევა.

გიორგი გახარიამ ადამ ბოელერი საქართველოში მოიწვია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა