სვეტლანა ტიხანოვსკაია საწარმოების თანამშრომლებს - გააგრძელეთ და გააფართოვეთ გაფიცვები

ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ კიდევ ერთი ვიდეომიმართვა გაავრცელა და საწარმოების თანამშრომლებს გაფიცვების გაგრძელებისკენ მოუწოდა.

„ჩემო ძვირფასო ბელარუსებო, საწარმოების თანამშრომლებო, თქვენ ახალი ბელარუსის სიმბოლო ხართ, მომავალი ბელარუსის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი შვილების მომავალი თქვენს ერთიანობასა და გამბედაობაზეა დამოკიდებული. ამიტომ, მოგიწოდებთ, გააგრძელეთ და გააფართოვეთ გაფიცვები,“ - განაცხადა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ.

მან საპროტესტო აქციების მიზნად პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩატარება დაასახელა.

შეგახსენებთ, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ არჩევნების შემდეგ ბელარუსი დატოვა და ლიეტუვას შეაფარა თავი.

იხილეთ ვიდეო:გააგრძელეთ და გააფართოვეთ გაფიცვები - სვეტლანა ტიხანოვსკაია საწარმოების თანამშრომლებს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა