ეკატერინე დგებუაძემ ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით თბილისის სკოლების დირექტორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე ახალი 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სკოლების დირექტორებთან და რესურსცენტრების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, მორიგი შეხვედრა თბილისის სკოლების დირექტორებთან გაიმართა. შეხვედრის მთავარ თემას სკოლების წარმომადგენლებისთვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგულაციების მიხედვით შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების განხილვა წარმოადგენდა.

მათივე ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების სტანდარტების გაუმჯობესებაზე.

ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, დირექტორებს შესაძლებლობა აქვთ სასწავლო პროცესი სკოლების საჭიროებიდან გამომდინარე დაგეგმონ იმგვარად, რომ მაქსიმალურად უზრუნველყონ, როგორც მოსწავლეთა და პედაგოგთა უსაფრთხოების დაცვა, ასევე, შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა.

დირექტორებმა მინისტრის მოადგილეს რეგულაციებთან დაკავშირებით კითხვები დაუსვეს და თავიანთი სკოლების საჭიროების შესახებ ისაუბრეს.

მინისტრის მოადგილეს თქმით, როგორც სასწავლო პროცესის ორგანიზების, ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების დაცვის მიმართულებით, ყველა სკოლას სამინისტროს მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობა ექნება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა