აია სოფიას შემდეგ, თურქეთის ხელისუფლება კიდევ ერთი ტაძრის მეჩეთად გადაკეთებას აპირებს

აია-სოფიას შემდეგ, თურქეთის ხელისუფლება კიდევ ერთი ქრისტიანული ტაძრის მეჩეთად გადაკეთებას აპირებს. საუბარია ხორას მონასტერზე, სადაც მაცხოვრის სახელობის ტაძარი მდებარეობს. გადაწყვეტილება თურქულ მედიაში გამოქვენდა.

„ეს კომნენოსების იმპერატორთა დროინდელი ერთ-ერთი ყველაზე სიმბოლური ბიზანტიური ძეგლია, რომელიც თავისი შედევრული ფრესკებით არის ცნობილი. ხდება მისი მეჩეთად გადაკეთება იმავე პროცედურებით, როგორც ეს აია სოფიას შემთხვევაში მოხდა. ის გადაეცემა რელიგიის საქმეთა სამმართველოს და როგორც მოსალოდნელია, ბიზანტიური ფრესკები დაიფარება, რათა ეკლესია მეჩეთად გადაკეთდეს“ - ნათქვამია მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტაძარი, რომელიც 74 წლის წინ მუზეუმად გადაკეთდა, სტამბულში ფათიხის რაიონში მდებარეობს. ის მეექვსე საუკუნით თარიღდება, კერძოდ კი, 534 წელს აშენდა, ის 1511 წელს, კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ, მეჩეთად გადაკეთდა. ხორას მონასტერი მეჩეთად 434 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა და 1945 წელს მუზეუმად გადაკეთდა.

იხილეთ ვიდეო:აია სოფიას შემდეგ, თურქეთის ხელისუფლება კიდევ ერთი ტაძრის მეჩეთად გადაკეთებას აპირებს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა