სერგი კაპანაძე - სერგეი ლავროვის განცხადება ნიშნავს, რომ ვაღიაროთ აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“

ყველა განცხადება, რომელიც რუსეთის ოფიციოზისგან მოდის, მათ შორის, სერგეი ლავროვისა და სხვებისგან და რომლებიც საუბრობენ, იმაზე, რომ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები უნდა აღდგეს, ურთიერთობები უნდა იყოს ნორმალიზებული, რეალურად გულისხმობს იმას, რომ უნდა ვაღიაროთ ცხინვალი და აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები და ხელი მოვაწეროთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეაფასა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის მიერ საქართველოსთან მიმართებით გაკეთებული განცხადება.

კაპანაძის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას პატივი უნდა ვცეთ.

„შესაბამისად, ნათელია, როდესაც ამას ამბობს ლავროვი, რეალურად გულისხმობს იმას, რომ უნდა ვაღიაროთ ცხინვალი და აფხაზეთი და შემდეგ მოვაწეროთ ხელი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დეპუტატის თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, რომ ე.წ ნორმალიზაცია მომხდარიყო რუსეთთან, სრული კრახით დამთავრდა.

„პირველი, არ გადაჭრილა არცერთი პრობლემა, რაც ცხინვალს და აფხაზეთს ეხება. მეორე- ჩვენი მოქლაქეების ისევ საფრთხის ქვეშ არიან და კლავენ. ამის მაგალითია ოთხოზორია, ტატუნაშვილი, ბაშარული. ისევ ხდება ტერიტორიების მიტაცება და ე.წ ბორდერიზაცია, საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგიდან გაქრა და ჩვენი პარტიორები რუსეთს აღარ ელაპარაკებიან ჩვენს პრობლემაზე. უფრო დამოკიდებულები გავხდით რუსეთზე ენერგეტიკისა და ვაჭრობის მხრივ და საქართველოში პრორუსული ძალები გაძლიერდა. ეს თუ იყო იყო ნორმალიზაცია, ამას ნამდვილად მიაღწია ივანიშვილმა. ხოლო, თუ ნორმალიზაციის მიზანი იყო ის, რომ კონკრეტული შედეგები მიგვეღო ტერიტოროული მთლიანობის ან უსაფრთხოების მხრივ, მაშინ ამ შედეგებს ვერ ვხედავ“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ცნობისთვის, რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაზეთ „ტრუდ“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მოსკოვი ყურადღებით აკვირდება თბილისში არსებულ მდგომარეობას და იმედი აქვს, საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა ახლო მომავალში აღდგება

„იმედი მაქვს, საქართველოსთან ავიამიმოსვლის ადგენა უახლოესი მომავლის საქმეა. საქართველოში არსებულ მდგომაროებას ყურადღებით ვაკვირდებით, რასაკვირველია, რეგიონსა და მსოფლიოში სანიტარული და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ზოგად ნორმალიზებასა და სხვა მიმართულებით ფრენების აღდგენასაც ველოდებით,“- აღნიშნა ლავროვმა.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პანდემიის გამო შეწყვეტილი პოლიტიკური დიალოგი კარასინ-აბაშიძის ფორმატში მალე აღდგება.

„რუსეთი ყოველთვის აფასებდა მეგობრულ კავშირებს ქართველ ხალხთან, რომელთან ერთადაც ჩვენ ერთ საუკუნეზე მეტხანს, სხვადასხვა სახელით, მაგრამ ერთ სახელმწიფოში ვიცხოვრეთ,“- აღნიშნა ლავროვმა.

შეგახსენებთ, საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისს შეწყდა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო