არასრულწლოვან ზ.ხ.-ს მამამ, თამაზ ხომასურიძემ შიმშილობა შეწყვიტა

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს მამამ, თამაზ ხომასურიძემ შიმშილობა შეწყვიტა.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, შიმშილობის შეწყვეტის მიზეზი ის გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ მისი მოთხოვნა მხედველობაში არ მიიღო.

თამაზ ხომასურიძე შიმშილობის შეწყვეტისკენ საპატიმროში მყოფ შვილს, ზ.ხ-საც მოუწოდებს და ამასთანავე აცხადებს, რომ სიცრუის დეტექტორზე თავისი შვილის გატარებას საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფს.

თამაზ ხომასურიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მისი შვილი სიცრუის დეტექტორზე შემოწმდება, სასურველია რომ იგივე პროცედურა გურამ ამირხანაშვილმა და გიორგი შაქარაშვილის ბიძამაც გაიარონ.

„შიმშილობას ვწყვეტ, იმიტომ, რომ პროკურატურას ცალ ფეხზე ჰკიდია არასრულწლოვანი შიმშილობს თუ არ შიმშილობს. ამ არასრულწლოვანს შიმშილის დროს ყოველ დღე დაუნიშნეს სასამართლო სხდომა. მოშიმშილე ბავშვი ყოველ დღე უნდა ათრიონ აქეთ-იქით, დაღალონ, მოკლან მორალურად ბავშვი. ესენი ხომ ადამიანები არ არიან? მე ჩემს შვილს ვთხოვ, - ყველანაირ შიმშილობას თავი დაანებე, დაიწყე ჭამა, ფეხზე ჰკიდიათ, იშიმშილებ თუ არა, თავიანთი თავი აინტერესებთ, მეტი არავინ, სიმართლე ამათ არ უნდათ. გუშინ პროკურორს წამოსცდა, რომ დაცვის მხარეს აქვს უფლება თვითონ ჩაატაროს ეს ტესტი თუ უნდაო, ჩვენ თვითონ მოვითხოვთ, ფულს შევაგროვებთ, ვინც დაგვეხმარება მადლობელი ვიქნებით. ფული არ გვაქვს ჯერ, მაგრამ აუცილებლად მოვითხოვთ. ჩვენს ხალხს თვითონ გავატარებთ დეტექტორზე და მოვიხმობთ ამირხანაშვილს. მოვა თუ არა მისი საქმეა. შაქარაშვილის ბიძაც სასურველია თუ ინებებს და მობრძანდება. ერთი თქვას, ენდობა თუ არა გამოძიებას და სიმართლე თქვა თუ არა გამოძიებამ - ეს თქვას, მეტი არაფერი. ამირხანაშვილმა ბოლო ჩვენება გაიმეოროს, ჩემი შვილი, თავიდან რა ჩვენებასაც იძლეოდა, იმას გაიმეორებს. „ქამრის“ ყველა წევრი გაიმეორებს. იმასაც მოვითხოვ, რომ ჩემს შვილს შეუწყდეს ინფორმაცია, რომ არ იცოდეს, თუ რას ვაპირებ და როგორ. მოულოდნელად უნდა ჩაუტარდეს სიცრუის დეტექტორზე ტესტი, რომ ვერ მოემზადოს ვერანაირად. გააღვიძონ ღამე და ისე ჩაუტარდეს. მერე არ თქვან, რომ ინფორმაცია ჰქონდაო. ამირხანაშვილმა იცოდეს, პრობლემა არ არის. ამას ხალხისთვის ვაკეთებ, პროკურატურისთვის არ ვაკეთებ, რადგან სასჯელს მაინც მისცემენ. მთელი საქართველოსთვის ვაკეთებ ამას იმიტომ, რომ მთელს საქართველოში ყველას აინტერეებს სიმართლე,“- განაცხადა თამაზ ხომასურიძემ.

შეგახსენებთ, რომ ხომასურიძემ მისი შვილის სიცრუის დეტექტორზე შემოწმების მოთხოვნით შიმშილობა 3 დღის წინ დაიწყო. ანალოგიური მოთხოვნით შიმშილობს მისი არასრულწლოვანი შვილიც, რომელიც გიორგი შაქარაშვილის საქმეზეა ბრალდებული.

იხილეთ ვიდეო:არასრულწლოვან ზ.ხ.-ს მამამ შიმშილობა შეწყვიტა და პროტესტის შეჩერებისკენ შვილსაც მოუწოდებს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო