გიორგი ვაშაძე - თუ ახლა უმძიმესი კრიზისის დროს შესაძლებელი იყო ფინანსების გამოყოფა ონკოლოგიური პაციენტებისთვის, რატომ არ გაკეთდა ეს აქამდე? რამდენ სიცოცხლეს გადავარჩენდით?!

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოში 40 ათასამდე ონკოლოგიური პაციენტის მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდის ახალ პროგრამას მონიტორინგს გაუწევს.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, აუცილებელი იყო მთავრობას ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდის პროგრამა უფრო ადრე განეხორციელებინა.

„ჩვენმა საერთო ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და დამსახვრეული ოცნებების ხელისუფლებამ, როგორც იქნა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა სრულად დაფინანსდება. ჩვენ დეტალები არ ვიცით მაგრამ, მონიტორინგს გავაკეთებთ.

მთავარი კითხვა, რაც ისმის არის ის რომ, თუ ახლა შესაძლებელი იყო უმძიმესი ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის დროს გამონახულიყო ფინანსები ონკოლოგიური დაავადებების სრულად დაფინანსებისთვის, რატომ არ გაკეთდა ეს აქამდე?! თითქმის 1 წელია ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან, სამედიცინო დარგის სპეციალისტებთან ერთად სწორედ ამაზე ვსაუბრობდით, სწორედ ამაზე ვმუშაობთ დღე და ღამე. სამწუხაროდ, რამდენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობის შემსუბუქება და სიცოცხლის გადარჩენა იქნებოდა შესაძლებელი, დროულად რომ განხორციელებულიყო ეს პროგრამა. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ყველა ექიმს, სამედიცინო დარგის სპეციალისტს, ყველა ადამიანს ვინც ჩართული იყო ჩვენს ამ კამპანიაში იმ დიდი საქმისთვის, რაც ჩვენ ყველამ ერთდა გავაკეთეთ.

მინდა მადლობა ვუთხრა ათასობით ადამიანს, რომელმაც მოაწერა ხელი პეტიციას და ამ მოთხოვნით მიმართა მთავრობას“,-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ მედიკამენტებზე გამოყოფილი წლიური ლიმიტის 8 000 ლარით გაზრდის გადაწყვეტილება გუშინ, საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიიღო. მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდის ახალი პროგრამა 40 ათასამდე ონკოლოგიურ პაციენტს შეეხება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს