გიორგი გელხაური - არასრულწლოვან ზ.ხ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, მან სასამართლო პროცესი დატოვა და მეც იგივე მთხოვა

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანის ზ.ხ.-ს ადვოკატის გიორგი გელხაურის განცხადებით, პროცესის მიმდინარეობისას არასრულწლოვანი შეუძლოდ გახდა, თუმცა სასამართლომ სხდომის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო, რის გამოც, მათ პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

,,პროცესზე გამოძახებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარება, არასრულწლოვანს წნევა გაუზომეს და სასამართლოს განუცხადეს, რომ ზ.ხ. თავს კარგად გრძნობდა. ზ.ხ. ს ჰქონდა თავბრუსხვევა და ხელები და ფეხები დაბუჟებული. მან ვერ შეძლო პროცესზე მონაწილეობის მიღება, მისი სურვილია, რომ დასვას კითხვები იმ მოწმეებთან მიმართებით, რომლებიც იკითხებიან ამ არსებით სხდომებზე. პროკურატურამ მოითხოვა საქმის გაგრძელება მიუხედავად იმისა, რომ ზ.ხ. - ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და თავს ცუდად გრძნობდა. ზ.ხ. - მ დატოვა სასამართლო სხდომის დარბაზი, ვინაიდან ისევ შეუძლოდ გახდა და მეც მთხოვა დამეტოვებინა სასამართლო პროცესი და არ მიმეღო ამ ფარსში მონაწილეობა. ახლა სასამართლო ალბათ იმსჯელებს რა გააკეთოს, გააგრძელოს თუ არა პროცესი ზ.ხ.-ს და მისი ადვოკატის გარეშე,” - აღნიშნა გიორი გელხაურმა.

მისივე თქმით, არასრულწლოვანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შიმშილობას აგრძელებს.

,,აუცილებლად უნდა მოხდეს ექიმების მხრიდან მასზე მეთვალყურეობა. სხვა ადვოკატებიც დაგვეთანხმნენ და გვითხრეს, რომ პროცესის გადადება უნდა მომხდარიყო, თუმცა როგორც ჩანს, მართლმსაჯულებისთვის ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი და არ აინტერესებთ არაფერი გარდა იმისა, რომ ეს პროცესი სწრაფად დასრულდეს და მიიღონ გამამტყუნებელი განაჩენი,” - განაცხადა გიორგი გელხაურმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა