ექიმი - ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ ალექსეი ნავალნი მოწამლულია

გამოკვლევებმა ალექსეი ნავალნის ორგანიზმში საწამლავის კვალი არ გამოავლინა, –რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ომსკის საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილემ, ანატოლი კალინიჩენკომ, განაცხადა.

„საწამლავი ან საწამლავის კვალი მის ორგანიზმში არ აღმოჩნდა. მოწამვლის დიაგნოზზე მაინც ვფიქრობთ, მაგრამ არ მიგვაჩნია, რომ პაციენტი მოწამლულია,”– განაცხადა ანატოლი კალინიჩენკომ.

მისივე თქმით, ექიმებმა დიაგნოზი დაადგინეს, თუმცა ისინი ამის შესახებ ინფორმაციას მედიას არ გააცნობენ. ანატოლი კალინიჩენკო აცხადებს, რომ პაციენტის მეუღლე და ძმა ინფორმირებულნი არიან დიაგნოზის შესახებ.

შეგახსენებთ, ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ქალაქ ომსკის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში უგონო მდგომარეობაში იმყოფება. ნავალნის პრესსპიკერი აცხადებს, რომ პოლიტიკოსი მოწამლულია.

იხილეთ ვიდეო:რუსი სამედიცინო ექსპერტები ალექსეი ნავალნის ჰოსპიტალიზაციის მიზეზებზე საუბრობენ - რა შედეგი აჩვენა ლაბორატორიულმა კვლევამ?

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო