პოლონეთის პრემიერი - შეშფოთებული ვარ  ნავალნის მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით და რუსეთიდან მის ტრანსპორტირებაზე უარის თქმით

შეშფოთებული ვარ ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით და რუსეთიდან მის ტრანსპორტირებაზე უარის თქმით, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა. მისივე თქმით, პოლონეთი ნავალნის საუკეთესო მკურნალობას მხარს უჭერს.

„შეშფოთებული ვარ ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით და რუსეთიდან მის ტრანსპორტირებაზე უარის თქმით. 100%-ით დარწმუნებულები უნდა ვიყოთ იმაში, რომ მისი უსაფრთხოება გარანტირებულია. პოლონეთი მხარს უჭერს ნავალნის საუკეთესო მკურნალობით უზრუნველყოფას,“- წერს მატეუშ მორავიეცკი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნი ქალაქ ომსკის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში უგონო მდგგომარეობაში იმყოფება. ექიმები აცხადებენ, რომ ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა მისი ტრანსპორტირების საშუალებას არ იძლევა, თუმცა მის გარემოცვაში ფიქრობენ, რომ ნავალნის ტრანსპორტირების შეჩერებას რუსეთის ხელისუფლება ცდილობს, რითაც მის სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს