ირლანდიის სოფლის მეურნეობის მინისტრი კოვიდინფექციასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევისთვის თანამდებობიდან გადადგა

ირლანდიის სოფლის მეურნეობის მინისტრი დარა კალეარი კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევისთვის თანამდებობას ტოვებს. ის ღონისძიებაში მონაწილეობდა, სადაც 80 ადამიანზე მეტი იმყოფებოდა, რაც შეზღუდვების დარღვევაა. ამის შესახებ ირლანდიის მედია იუწყება.

ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა მაიკლ მარტინმა მინისტრის გადადგომის შესახებ განცხადება დააკმაყოფილა.

აღსანიშნავია, რომ დარი კალეარის გარდა, ამავე ღონისძიებას სტუმრობდა ევროკომისარი ფილ ჰოგანი, რომელიც ასევე, მკაცრი კრიტიკის ობიექტი გახდა.

მიმდინარე კვირას ირლანდიის ხელისუფლებამ ახალი შეზღუდვები დააწესა, რომელიც მრავალრიცხოვან შეკრებებს ეხება და კრძალავს ოფიციალურ და არაოფიციალურ ღონისძიებებს, წვეულებებს რესტორნებში, კაფეებსა და სასტუმროს რესტორნებში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო