ნათია თურნავა - ინფექციურ საავადმყოფოსთან დაკავშირებული საკითხები ტექნიკურია და ის თანამშრომლობით მოგვარდება

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა მიიჩნევს, რომ ინფექციურ საავადმყოფოსთან დაკავშირებული საკითხები ტექნიკურია და ის თანამშრომლობით მოგვარდება.

მისი თქმით, მთავრობა ინფექციურ საავადმყოფოს და ყველა ინფექციონისტს გვერდით უდგას.

„მე მინდა ვთქვა ზოგადად, რომ ჩვენი ხელისუფლება ბევრ რამეს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი სამედიცინო სექტორი განვითარდეს, განსაკუთრებით ის დაწესებულებები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია დღეს პანდემიასთან ბრძოლაში, მათ შორის ერთ-ერთი მოწინავე არის ინფექციური საავადმყოფო. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა ასეთი ტექნიკური საკითხი მოგვარდება, რადგან ჩვენ მართლაც გვერდით ვუდგავართ ამ საავადმყოფოს და მის პერსონალს და გუნდს. მიღებულია გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ ახალი შენობა შეიძინონ, ასევე, მათ აღუჭვასთან დაკავშირებით. თუკი არის რაიმე ღია საკითხი, დარწმუნებული ვარ, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით ეს საკითხებიც მალე მოგვარდება,“- განაცხადა თურნავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო