ევროკავშირი ბელარუსს მოუწოდებს, ოპოზიციის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყვიტოს

ევროკავშირი ბელარუსს მოუწოდებს, ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყვიტოს.

”ველოდებით, რომ ბელორუსის ხელისუფლებამ შეწყვიტოს სისხლის სამართლის საქმე და ამის ნაცვლად კრიზისის მშვიდობიანი გზით დაძლევის მიზნით დიალოგში ჩაერთოს“, - აღნიშნულია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერის, ნაბილა მასრალის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„საკოორდინაციო საბჭომ, რომელიც ბელარუსი საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან შედგება, ხელსუფლებას დიალოგისკენ მოუწოდა, ხელისუფლებამ კი მათ სისხლის სამართლის საქმის აღძვრით უპასუხა“, - აცხადებს ნაბილა მასრალი.

მისივე თქმით, ამ გზით ბელარუსის ხელისუფლებამ პოლიტიკური ნიშნით დაშინების მეთოდს კიდევ ერთხელ მიმართა.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსში ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

„საკოორდინაციო საბჭოს შექმნა და საქმიანობა მიმართულია ხელისუფლების მიტაცებისა და ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენებისკენ. ამასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 361-ე მუხლით აღიძრა,“- განაცხადაგენერალურმა პროკურორმა ალექსანდრე კონიუკმა.

იხილეთ ვიდეო:ევროკავშირი ბელარუსს მოუწოდებს, ოპოზიციის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყვიტოს

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს