ექიმი ალექსეი ნავალნის პირველად დიაგნოზს ასახელებს

ალექსეი ნავალნის პირველადი დიაგნოზი ნივთიერებათა ცვლის დარღვევაა, რამაც სისხლში შაქრის მკვეთრი ვარდნა გამოიწვია, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ომსკის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ალექსანდრ მურახოვსკიმ განაცხადა.

”გუშინ ჩავატარეთ მასალების ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური შესწავლა. დღეს ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ არცერთი ოქსიბუტირატი ან ბარბიტურატი აღმოჩენილი არაა“, - განაცხადა მთავარმა ექიმმა.

მისივე თქმით, უკვე დადგინდა, რომ პაციენტს არ ჰქონდა ინსულტი, ინფარქტი ან ინფექციური დაზიანებები, მათ შორის კორონავირუსი.

მთავარი ექიმის ინფორმაციით, სპეციალისტები პაციენტის გამოკვლევას განაგრძობენ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია