დიმიტრი ხუნდაძე - UNICEF-ის მიერ რეკომენდირებული 50-ლარიანი დახმარების ნაცვლად, ჩვენ 200-ლარიანი დახმარება შემოვიტანეთ

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, არაერთხელ განხორციელდა სხვადასხვა დახმარების პროგრამა, რომელიც უშუალოდ ბავშვებზე იყო მიმართული, რაც გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ პოზიტიურად შეფასდა.

მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ, ბავშვთა მიზნობრივი დახმარების პროგრამები გაიზარდა, მაგრამ ბავშვთა სიღარიბე ისევ პრობლემად რჩებოდა, ამიტომ იყო UNICEF-ის გარკვეული კრიტიკული შეფასებები.

„გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის მიერ საკმაოდ პოზიტიურად იქნა შეფასებული ანტიკრიზისული გეგმის, განსაკუთრებით ის ნაწილი, რომელიც გულისხმობს მიზნობრივ სოციალურ დახმარებებს ბავშვებისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოში ისევ პანდემიის რეჟიმში გვიწევს ცხოვრება და საკმაოდ მაღალი რისკის ქვეშ დადგა ბავშვთა სიღარიბის კიდევ უფრო გაზრდა. მოსალოდნელია, რომ ბავშვთა სიღარიბე გაიზარდოს იმდენად, რომ დაემატოს კიდევ 66 მილიონი ბავშვი. ბუნებრივია, ჩვენც ვართ მსოფლიოს ნაწილი, ჩვენც პანდემიის რეჟიმში გვიწევს ცხოვრება, ეს რისკები ჩვენთანაც არსებობს, მაგრამ ჩვენ დავაზღვიეთ, რომ სიღარიბე არ გამწვავებულიყო და მიუხედავად UNICEF-ის მიერ რეკომენდირებული 50-ლარიანი დახმარებისა, ჩვენ 4-ჯერ მეტი დახმარება შემოვიტანეთ, ანუ 200- ლარიანი დახმარება 17 წლამდე ყველა ბავშვისთვის. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ შეფასებისთვის, არამედ მიზნის მისაღწევად. ჩვენ არათუ შევძლებთ სიღარიბის შეჩერებას, არამედ შესაძლოა ამ ტიპის დახმარებით და უკვე მოქმედი სხვა პროგრამებით, შევამციროთ კიდევ ბავშვთა სიღარიბე“, - ამის შესახებ დიმიტრი ხუნდაძემ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.

კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, ბოლო პერიოდში, 2012 წელთან შედარებით, აბორტების მაჩვენებელი თითქმის განახევრებულია.

„2012 წელს მხოლოდ რეგისტრირებული აბორტი იყო თითქმის 40 ათასი 2019 წლის მონაცემებით კი, ის 22 ათასს მცირედით აჭარბებს. 2020 წლის მონაცემი ჯერ არ არის დადებული, თუმცა არის მოლოდინი, რომ ის იმაზე ნაკლები იქნება ვიდრე ეს იყო 2019 წლის მაჩვენებელი. ჩვენ ბავშვებზე ვზრუნავთ მისი ჩასახვის პერიოდიდან, რამეთუ მათი განვითარების ტემპი არის ასაკიდან გამომდინარე, გამორჩეულად აქტიური და შესაბამისად, არასრულფასოვანი კვება, ბავშვთა სიღარიბე შესაძლოა მათ ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახოს. ამიტომ ჩვენ არა მხოლოდ მოკლევადიანი პროგნოზებით ვიფარგლებით, არამედ ჩვენ ვზრუნავთ გრძელვადიან პერსპექტივაში, რომ ქვეყანას ჰყავდეს ჯანმრთელი თაობა“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო