მამუკა მდინარაძე - ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი ძვირფასი ოპიზიცია საუბრობდეს მათ გეგმებზე, „საოცარ“ კამპანიას აწარმოებენ

ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი ძვირფასი ოპიზიცია საუბრობდეს მომავალზე, მათივე გეგმებზე და მოსახლეობისთვის რეალურად საინტერესო საკითხებზე, ისინი ამ ბოლო დროს, „საოცარ“ კამპანიას აწარმოებენ, - ასე ეხმაურება მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე „ევროპული საქართველოს“ განცხადებას, რომლის მიხედვითაც მთავრობა არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების შეზღუდული რაოდენობით მოწვევას გეგმავს.

მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიციის „საოცარი კამპანიის“ წარმოება შემდეგში მდგომარეობს:

„მაგალითად, როგორც კი შეხედეს, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ პანდემიის მიუხედავად, რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი შემოვიდეს საქართველოში, მაშინვე დაიწყეს საუბარი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სასწრაფოდ უნდა უზრუნველყოს, რომ ბევრი დამკვირვებელი ჩამოიყვანოს.

ანუ, დავუშვათ, რომ გაეგოთ მაგალითად, ბავშვების მისამართით 200 ლარის ოდენობით კომპენსაციის გაცემას დავაპირებდით, წინა დღეს გამოვარდებოდნენ და დაიწყებდნენ მოწოდებებს, სასწრაფოდ 200 ლარი გასცეს ბავშვების მიმართულებით ხელისუფლებამო. დაახლოებით ასეთი დღის წესრიგი აქვთ ანუ ჩვენზე არიან აწყობილები. ხედავენ, რომ ბევრ საერთაშორისო დამკვირვებელს ვიწვევთ, ვცდილობთ და ეს მათაც ძალიან კარგად იციან, რადგან კომუნიკაცია თვითონაც აქვთ ჩვენს პარტნიორებთან, თუმცა გამოვიდნენ და მაინც ამბობენ, „ქართულმა ოცნებამ“ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი დროზე მოიწვიოსო. ეს რამდენად სერიოზულია, დასკვნები საზოგადოებამ გამოიტანოს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს