სერგო ჩიხლაძე - ჩვენმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო, ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა დაფინანსდება, მაგრამ ეს საკმარისი არაა, მკაცრად გავაკონტროლებთ ამ პროცესს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე მთავრობის ახალ ინიციატივას ონკოლოგიური პაციენტების დაფინანსების გაზრდასთან დაკავშირებით მიესალმება, თუმცა მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით სამუშაო კიდევ ბევრია.

სერგო ჩიხლაძის თქმით, ნოემბრიდან ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის მიმართულებით განხორციელებული გეგმები ბევრად სრულფასოვანი იქნება.

„ჩვენმა საერთო ძალისხმევამ შედეგი გამოიღო, ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა დაფინანსდება, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, მკაცრად გავაკონტროლებთ ამ პროცესს. ნამდვილად მისასალმებელია, რომ მთავრობამ როგორც იქნა წლების მერე გადაწყვიტა, რომ მკურნალობის კომპონენტში გააფართოვოს ხელმისაწვდომობა, მაგრამ ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი არის პრევენცია და ადრეული დიაგნოსტიკა, რადგანაც ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საქართველოში გვიანი დიაგნოსტიკა. შემთხვევების 60%-ის დიაგნოსტიკა მესამე, მეოთხე სტადიაზე ხდება, მთელი რიგი მიმართულებებით.

ზუსტად პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკა და მათი ინტეგრირება პირველად ჯანდაცვაში იქნება და არის ჩვენი გეგმის პრიორიტეტი და ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ ნოემბრიდან. სრულად დაიფარება და ჩვენი ძალისმხმევა მოხმარდება დარგის განვითარებას, დაწყებული პრევენციიდან, სკრინინგიდან, ადრეული დიაგნოსტიკიდან, დამთავრებული მკურნალობით და მათ შორის პალიატირული მოვლით“, - აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა