ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობამ ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო

ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობამ ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მთავრობის მეთაურმა ფაიეზ ალ სარაჯიმ სამხედრო ძალებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის დავალება მისცა.

„ფაიეზ ალ სარაჯიმ სამხედრო ძალებს დაავალა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი და ყველა სახის საბრძოლო ოპერაცია მთელი ტრიპოლის ტერიტორიაზე,“- აღნიშნულია მთავრობის განცხადებაში.

ცნობისათვის, ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობას კონფლიქტი აქვს ლიბიის ეროვნულ არმიასთან, რომელსაც გენერალი ხალიფა ჰაფტარი უდგას სათავეში. ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობა საერთაშორისო საზოგადოების მიერაა აღიარებული, თუმცა ქვეყნის მხოლოდ დაასავლეთ ნაწილს აკონტროლებს. ლიბიის ეროვნულ არმიას კი მხარს უჭერენ არაბთა გაერთიანებული საამიროები, ეგვიპტე და რუსეთი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა