თეონა აქუბარდია - რუსეთი დღესაც აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების მცოცავ ოკუპაციას, იტაცებს მშვიდობიან მოქალაქეებს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის თეონა აქუბარდიას თქმით, ლავროვის განცხადება საფრთხილოა, რადგან რუსეთი დღესაც აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების მცოცავ ოკუპაციას, იტაცებს მშვიდობიან მოქალაქეებს და ახორციელებს ჰიბრიდული ომის ტაქტიკას ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ.

მისი თქმით, მეგობრული კავშირი მხოლოდ საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემით და აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღებითაა შესაძლებელი.

„ლავროვის განცხადებას მაქსიმალურად ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ, რადგან არადამაჯერებელია ის, რომ თითქოს რუსეთი აფასებს მეგობრულ კავშირებს ქართველ ხალხთან. რუსეთი დღესაც აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების მცოცავ ოკუპაციას, იტაცებს მშვიდობიან მოქალაქეებს და ახორციელებს ჰიბრიდული ომის ტაქტიკას ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ. მეგობრული კავშირი შესაძლებელია მხოლოდ ჩვენი სუვერენიტეტის პატივისცემით და აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღებით“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ საქართველომ შეამციროს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე, რათა შემცირდეს ის ბერკეტები, რომლის გამოყენებაც მომავალში შესაძლებელი იქნება რუსეთის მხრიდან.

„რაც შეეხება პირდაპირი ფრენების განახლების საკითხს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთმა გადაწყვეტილება ფრენების შეზღუდვის შესახებ „გავრილოვის ღამის“ მოვლენების შემდეგ მიიღო და ის დიდი ხანია ვაჭრობს ამ თემით საქართველოსთან. რუსეთი იყენებს როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ ბერკეტებს საკუთარი ინტერესებისთვის და სწორედ ამას უკავშირდება პირდაპირი ფრენების შეწყვეტაც. ამიტომ, აუცილებელია ჩვენი ინტერესების უზრუნველყოფა დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, მათ შორის ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირება რუსეთზე, რათა შევამციროთ ის ბერკეტები, რომელიც მომავალშიც შესაძლებელია რუსეთმა გამოიყენოს ჩვენს წინააღმდეგ“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა