სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 25 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 25 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს.

საბურთალოს რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღომი I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მეფე მირიანის, გიორგი ბრწყინვალის, პეტრე იბერის, უნივერსიტეტის, ანჯაფარიძის, ფხაკაძის, იოსელიანის, პოლიტკოვსკაიას (ნაწილობრივ) და დანელიას ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), დიდუბის დასახლების, ხოშარაულის, რაჟდენ გვეტაძის, დავით ყიფიანის, ზეზვა გაფრინდაულის, ვახუშტი ბაგრატიონის, ალექსი გოგოლაურის, აგლაძის, მირცხულავას და ქუთაისის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის და გოგოლაურის ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), მალხაზ დოლიძის, იმედაძის და ირაკლი უჩანეიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაგების დასახლების, წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), იმედაძის, ირაკლი უჩანეიშვილის და მალხაზ დოლიძის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილი-3 III კვარტლის, ვარკეთილი-3 ,,დ‘’ ქუჩის, მიხეილ გახოკიძის, დავით ბერიაშვილის, აბაშვილის და გიორგი ბერიაშვილის ქუცების მოსახლეობას.

გლდანის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების (ნაწილობრვ), გლდანის მასივის VI მიკრორაიონის, ქერჩის, გმირ კურსანტთა, ომარ ხიზანიშვილის, მამკოდის, კანდელაკის, მიქატაძის, ვართაგავას, ხერგიანის და საბაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბესაძის, ალავერდოვის, ლერმონტოვის, ბეთლემის აღმართის, ასათიანის, აბო-თბილელის, ჯიბლაძის, ჩიხლაძის, ახოსპირელის, გუდიაშვილის, კუფტინის, ანტონ კათალიკოსის, ბრიგოლ ხანძთელის, საიათნოვას და ბერიძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, ცოტნე დადიანის, კვერნაულის, არალეთის, ჟველაურის, დვირის, იფნევის, იფნის, ზვარეთის, სურგულაძის, ალილუევის, კიკნაძის, ეროსი მანჯგალაძის, რევაზ ურიდიას, ოლგა კონსკაიას, ნოე ჩხიკვაძის, მიქატაძის და სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ელენე ახვლედიანის ხევის, ნიკოლოზ ბარათაშვილის (ნაწილობრივ), ნინო ჩხეიძის და ხეთაგუროვის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, სამგორის, ახმეტის, გუთნის, ნიორაძის, წინანდლის და თელავის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საქანელას, სანაპიროს, ასათიანის და თაბუკაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას“,-აღნიშნულია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და განმარტავს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს