არჩილ თალაკვაძე - ზაურ დარგალს სრული შესაძლებლობა აქვს, იყოს წარმატებული პარლამენტარი

ვფიქრობ,ზაურ დარგალს სრული შესაძლებლობა აქვს იყოს წარმატებული პარლამენტარი და თქვენი მაჟორიტარი. ახალგაზრდა ენერგიული კაცია, მას აქვს საპარლამენტო და სამთავრობო გუნდის მხარდაჭერა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მარნეულში, მარნეული-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზაურ დარგალის წარდგენისას განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, ზაურ დარგალს აქვს იმის უნარი და შესაძლებლობა, დაამუშავოს საჭირო პროექტები და გადაწყვიტოს.

„თქვენი მხარდაჭერით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე უკეთ მოახერხა მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვა, ეს არის ქვეყნის განვითარებისა და მომავლის ფუნდამენტური პირობა. „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე უკეთ შეძლო ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ადამიანის უფლებების დაცვა. მძიმე დღეებმა, რომელიც ერთად გამოვიარეთ გლობალური პანდემიის პირობებში, კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ქვეყანას ჰყავს ძალიან ღირსეული მოქალაქეები, მათ შორის მარნეულში. ქვეყანას ჰყავს ძალიან ღირსეული და ეფექტური ხელისუფლება. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ერთად შევძელით, შეგვეკავებინა ვირუსის ფართოდ გავრცელება. დღეს, ჩვენი ქვეყანა ატარებს დემოკრატიულ არჩევნებს. დღეს, ჩვენ ვსაუბრობთ მომავალზე, გვაქვს გეგმები და ქვეყანაში გვაქვს სტაბილური ვითარება. ზუსტად ეს არის იმის დამსახურება, რომ ამ წლების განმავლობაში ჩვენ ერთად შევქმენით დემოკრატიული სახელმწიფო, ძლიერი ინსტიტუტები და ამავე დროს, შევძელით, რომ ერთად ვყოფილიყავით გამოწვევებსა თუ პროგრესში. იმედს ვიტოვებ, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება. ჩვენ გვაქვს გეგმები განათლების სფერში, რეფორმები, ბიზნესის ხელშეწყობა, ფერმერთა დახმარება, მთელი რიგი პროგრამები, რომელიც მოიტანს ახალ სამუშაო ადგილებს, ოჯახებისთვის მოიტანს ახალ ეკონომიკას და ჩვენს ქვეყანას გააძლიერებს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, ზაურ დარგალი არის პროგრესული საჯარო მოხელე.

„ვფიქრობ, ამ მძიმე დღეებში, რომელიც ერთად გამოვიარეთ, ზაურმა დაამტკიცა, რომ ის თავის ქალაქის ღირსეული მერია. მან თავის არჩევანი გაამართლა და დარწმუნებული ვარ, რომ ახლაც, საპარლამენტი არჩევნებში გამარჯვების შემდეგაც ის თავის არჩევანს გაამართლებს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა