თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, დღეს პროკურატურასთან ერთად სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს დაათვალიერებენ

თბილისის პროკურატურაში 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი მივიდა.

ადვოკატის ინფორმაციით, დღეს პროკურატურასთან ერთად სათვალთვალო კამერების ვიდეო ჩანაწერების დათვალიერება მოხდება, ასევე განიხილავენ საქმეში არსებულ ჩვენებებსა და მნიშვნელოვან საკითხებს.

„საქმის მასალას უნდა გავეცნოთ, ვიდეო ჩანაწერებს სათვალთვალო კამერიდან, ასევე განვიხილოთ ჩვენებები და საკითხები პროკურატურასთან ერთად“, - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

ადვოკატის განცხადებით, დღესვე დაგეგმილია შეხვედრა „ჰიუნდაის" წარმომადგენლებთან ერთად, რათა დადგინდეს შესაძლებელია თუ არა ავტომობილისთვის ექსპერტიზის ჩასატარებლად შესაბამისი სპეციალური აპარატურის შეძენა.

„დღეს დაგეგმილია შეხვედრა „ჰიუნდაის“ წარმომადგენლებთან ავტომობილის ექსპერტიზასთან დაკავშირებით, უნდა ჩატარდეს ავტომობილის ექსპერტიზა და გვაინტერესებს თუ არის შესაძლებლობა სპეციალური აპარატურა იყოს შეძენილი," - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო