ინფექციურ საავადმყოფოს მიეცა უფლება, გადაუდებელი სამუშაოებისთვის 300 ათასი ლარი გამოიყენოს

ინფექციურ საავადმყოფოს მიეცა უფლება გადაუდებელი სამუშაოებისთვის 300 ათასი ლარი გამოიყენოს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

„ფინანსთა სამინისტორში უკვე ჩატარდა დივიდენდების განაწილების კომისიის სხდომა და ინფექციურ საავადმყოფოს მიეცა უფლება გადაუდებელი სამუშაოებისთვის განოიყენოს 300 ათასი ლარი“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ ინფექციური საავადმყოფო აივ/შიდსის პროგრამიდან დროებით გავიდა, რა გადაწყვეტილებითაც ჯანდაცვის სამინისტრო უკმაყოფილოა. როგორც მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გუშინ განაცხადა, გადაწყვეტილების შესახებ კლინიკის ხელმძღვანელობის მხრიდან სამინისტროს წინასწარი ინფორმირება არ მომხდარა, რის გამოც ტიკარაძემ არ გამორიცხა, რომ ინფექციური საავადმყოფო კანონის მიხედვით დაჯარიმდეს.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა