წალენჯიხის სოფელ ეწერში ახალი სკოლის მშენებლობა დასრულდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერს ახალი სასწავლო წლიდან თანამედროვე სკოლა ექნება. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, სკოლის სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებულია.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ახალაშენებული სკოლა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ, წალენჯიხის მერთან ბესიკ ფარცვანიასთან ერთად დაათვალიერა.

„ახალი სკოლა გათვლილია 120 მოსწავლეზე. ადრე აქ ბავშვებს ამორტიზებულ შენობაში უწევდათ განათლების მიღება, დღეს კი არსებული სკოლა ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს. გარდა ამისა, ჩვენს რეგიონში 10 სკოლის მშენებლობას ვახდენთ, ასევე სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვატარებთ ყველა მუნიციპალიტეტში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მომავალმა თაობებმა განათლების მიღება თანამედროვე გარემოში შეძლონ“, - განაცხადა მალხაზ თორიამ.

უწყების ინფორმაციით, ეწერის საჯარო სკოლის მშენებლობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელდა.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება