ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თავს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს, თბილისის პროკურატურაში დაიკითხა

ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თავს გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს, თბილისის პროკურატურაში დაიკითხა.

მისი ინფორმაციით, გამოკითხვა იყო მიმართული იმისკენ, „რასაც ითხოვს მედია და მშობლები, რომ დაედგინათ მისი პიროვნება.”

„დავიკითხე ხელახლა, მთლიანად. ასეთი დაკითხვა მანამდე არ ყოფილა. მკითხეს თუ რა ვიცოდი თამარის საქმიანობის შესახებ, როდის დაიწყო მუშაობა, რაზეც სრულყოფილი პასუხი გავეცი. ჩამომათვლევინეს ჩემი მეგობრების სახელი და გვარები, სად მუშაობდნენ, რომელი უნივერსიტეტი დაამთავრეს. ალბათ სურთ, რომ ჩემმა მეგობრებმა დამახასიათონ. ვფიქრობ, რომ ეს გამოკითხვა იყო მიმართული იმისკენ, რასაც ითხოვს მედია, ასევე მშობლები, რომ დაედგინათ ჩემი პიროვნება. აქეთაც იყო აქცენტები და ასევე ზოგადად საქმესთან მიმართებაში“, - აღნიშნა ბაჩანა ლობჟანიძემ.

ლობჟანიძის თქმით, საგამოძიებო უწყებას მისი ტელეფონი სამი კვირაა ჩამორთმეული აქვს.

„ჩატარდა თუ არა ექსპერტიზა, გახსნილია თუ არა ლუქი, არ ვიცი. მობილური არ არის ნივთმტკიცება, რადგან ეს არ არის დანაშაულებრივი ობიექტი. მე განვაცხადე, რომ თუ მობილურში რაიმე ინფორმაცია მაქვს, ვთანამშრომლობ გამოძიებასთან და მე თვითონ მივაწვდიდი ამ ინფორმაციას“, - განაცხადა ბაჩანა ლობჟანიძემ.

როგორც ლობჟანიძე აღნიშნავს, მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია შეეხებოდა თამარ ბაჩალეიშვილის მეგობარს, დეა კაპანაძეს, თამარის საქმიანობას და წერილს, რომელშიც მისი თქმით, სამი პირი ფიგურირებს.

„ყველა დეტალზე, რომელზეც ვერ მოვახერხე საუბარი, ახლა ამომწურავად და ზედმიწევნით ვისაუბრე. ასევე დავაფიქსირე, რომ თამარმა იანვარში შეიძინა ელექტროშოკი. როგორც მედიიდან გაჟღერდა, იმ მომენტში ის ესაუბრებოდა ნორვეგიაში მყოფ ქართველს და სურდა გაეგო პოლიტიკური თავშესაფრის შესახებ ინფორმაცია. რისთვის სჭირდებოდა ელექტროშოკი, ამაზე საუბარი თამარს ჩემთან არ ჰქონია, მაგრამ მე მაქვს ვარაუდი, რომ არსებობდა ფიზიკური პირის მხრიდან რაიმე სახის საფრთხე“, - განაცხადა ბაჩანა ლობჟანიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა