„ქართული ოცნების" ლიდერებმა გარდაბნის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაურ დარგალმა გარდაბნის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნებიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პარკში განხორციელებული სამუშაოების შესახებ მმართველი გუნდის ლიდერებს გარდაბნის მერი რამაზ ბუდაღაშვილი ესაუბრა.

„პროექტის მიხედვით, პარკი სრულად რეაბილიტირდება, მოეწყობა ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სცენა, კაფე და საბავშვო ატრაქციონები.

გარდაბანში დავით აღმაშენებლის ქუჩაზე არსებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 962 897 ლარს შეადგენს“,- აღნიშულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა