მიხეილ რამიშვილი - გარკვეული პირები დაიკითხნენ, გამოჩნდნენ ახალი ფიგურანტები, რომელთა დაკითხვაც მიმდინარეობდა

გარკვეული პირები დაიკითხნენ, გამოჩნდნენ ახალი ფიგურანტები, რომელთა დაკითხვაც მიმდინარეობდა, - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა თბილისის პროკურატურის დატოვების შემდეგ განაცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელიც მას გამოძიებამ წარმოუდგინა, ისევ არასრული იყო.

„დღეს ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერებს გავეცანი, რომელიც გამოძიებას გამოთხოვილი ჰქონდა და სამწუხაროდ, ისევ არასრული იყო. გარკვეული პირები დაიკითხნენ, გამოჩნდნენ ახალი ფიგურანტები, რომელთა დაკითხვაც მიმდინარეობდა. საქმეს ემატება ტომები, უფრო მოცულობითი გახდა ყველაფერი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვა კუთხით წავა ყველაფერი და გამოჩნდება ის მთავარი, რასაც ქვია თამუნას გარდაცვალების მიზეზი, ან ის ჯგუფი, რომელმაც ეს ჩაიდინა“, - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

მისივე თქმით, დღეს „ჰიუნდაის“ წარმომადგენლებთან შეხვედრაც გაიმართა და უახლოეს დღეებში თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილს ექსპერტიზა ჩაუტარდება.

„გავაკეთეთ კონკრეტული შუამდგომლობები, კიდევ მრავალი დარღვევა გამოჩნდა, მრავალი იგნორირება. საუბარი მაქვს რუსთავის და ქვემო ქართლის პოლიციელების გულგრილობაზე საქმესთან მიმართებაში. ვინც დაიკითხება ამას არ გავასაჯაროებ. ჩემი მოთხოვნით ხვალ კონკრეტული რიცხვების ჩანაწერების ჩვენებაც მოხდება. „ჰიუნდაის” წარმომადგენლებთან შეხვედრა ეხებოდა თამარის ავტომობილს. უახლოეს დღეებში მოხდება სათაო ოფისთან კომუნიკაცია და უახლოეს დღეებში უნდა მოხდეს ექსპერტიზის ჩატარება ავტომობილთან დაკავშირებით,” - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა