ჯო ბაიდენი - ვირუსის კონტროლის გარეშე ქვეყანა წინ ვერ წავა

„დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ პრეზიდენტობის შემთხვევაში, ის კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ქვეყანაში აქტივობებს შეაჩერებს, თუკი მეცნიერები ამას ურჩევენ.

„მე დავხურავ ქვეყანას, მე მოვუსმენ მეცნიერებს. მე მზად ვიქნები ყველაფრისთვის, რაც ადამიანების სიცოცხლეს გადაარჩენს. ვირუსის კონტროლის გარეშე ქვეყანა წინ ვერ წავა. ეს არის ამ ადმინისტრაციის ძირითადი შეცდომა. ეკონომიკისა და ქვეყნის წინსვლისთვის, ხალხის დასაქმებისთვის ჯერ ვირუსთან გამკლავებაა საჭირო“, - აღნიშნა ბაიდენმა ABC-სთან ინტერვიუს დროს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს